ბენიამინ ნეთანიაჰუ – მოვიგერიეთ, დავბლოკეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ - მოვიგერიეთ, დავბლოკეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ გაიმარჯვებენ.

„მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – წერს ისრაელის პრემიერი.

ეს ირანის თავდასხმის შემდეგ ნეთანიაჰუს პირველი საჯარო კომენტარია.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.