კატეგორია: მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

იშიკავას პრეფექტურის ოფიციალურ წარმომადგენელთა ცნობით, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 48 ადამიანი დაიღუპა. მათივე თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება და რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. უახლესი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ყველაზე დიდი ქალაქ ვაჯიმაშია, სადაც ოფიციალურად 15 ადამიანის დაღუპვა დასტურდება. მიწისძვრის შედეგად სხვა არაერთი ქალაქი და დასახლებაა დაზარალებული. დაახლოებით 33 000 ოჯახმა გასული ღამე ელექტროენერგიის გარეშე გაატარა, […]

დაიღუპა 60-ზე მეტი მიგრანტი – ლიბიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა

დაიღუპა 60-ზე მეტი მიგრანტი - ლიბიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა

BBC მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციაზე (IOM) დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც. 25 გადარჩენილ ადამიანს კი სამედიცინო დახმარება გაეწია. არსებული ინფორმაციით, ხომალდი ქალაქ ზუვარადან გამოვიდა, ბორტზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა და ის, სავარაუდოდ, დიდი ტალღების გამო ჩაიძირა. IOM-ის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის […]

ნეთანიაჰუ – „ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს”

ნეთანიაჰუ - "ჰამასის ლიდერები ვერსად გაგვექცევიან, ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ"

„ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენი დაღუპული შვილების სახით ჩვენგან მოითხოვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

რუსეთში, ბურიატიაში, ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე ერთ დღეში მეორე სატვირთო მატარებელი ააფეთქეს 

რუსეთში, ბურიატიაში, ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე ერთ დღეში მეორე სატვირთო მატარებელი ააფეთქეს 

რუსეთში, ბურიატიაში, ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთზე ერთ დღეში მეორე სატვირთო მატარებელი ააფეთქეს. აფეთქება სევერომუის გვირაბის შემოვლით გზაზე მოხდა. იქამდე კი რუსების საწვავით დატვირთული ეშელონი გვირაბში ააფეთქეს. მეორე მატარებლის აფეთქების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება ავრცელებს. აფეთქდა საწვავის ავზები, რომლებიც მატარებლით გადაჰქონდათ, გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. უკრაინული მასმედია უშიშროების ძალებიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მეორე მატარებელი შემოვლით ხიდზე […]

ოლენა ზელენსკა – „არ მინდა, რომ ჩემი ქმარი შემდეგი ვადით იყოს პრეზიდენტი“

ზელენსკის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

”[უკრაინის გამარჯვების შემდეგ] სულ ერთად ვიცხოვრებთ, ჩემს ქმართან და შვილებთან ერთად. [ომის დასრულების] შემდეგ შვებულებას ავიღებთ და სადმე წავალთ. ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ერთად. მხოლოდ ჩვენ ოთხნი. ამის შემდეგ მოვიფიქრებთ, რას ვიზამ შემდეგ – მე და ჩემი ქმარი. რადგანაც არ მინდა, რომ შემდეგი ვადით ან შემდეგი ორი ვადით იყოს პრეზიდენტი, ეს შეუძლებელია. ალბათ, რაღაც ახალი უნდა […]

ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი ხდება   

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას GB News-სთან, სადაც მას საკუთარი გადაცემა ექნება. ის იმუშავებს როგორც წამყვანი, გადაცემის შემქმნელი და კომენტატორი. მაუწყებელმა განაცხადა, რომ ის მომავალ წელს დიდ როლს შეასრულებს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის არჩევნების გაშუქებაში და უმასპინძლებს სერიებს, რომელიც აჩვენებს ბრიტანეთის ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში. ჯონსონი ასევე წერს სვეტს Daily Mail-ისთვის. “მე […]

ვინ არიან „ჰამასის“ ლიდერები და რა არის მათ შესახებ ცნობილი 

ვინ არიან „ჰამასის“ ლიდერები და რა არის მათ შესახებ ცნობილი 

7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. ეს იყო „ჰამასის” მოულოდნელი, უპრეცედენტო თავდასხმა და, როგორც უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, ისრაელის დაზვერვის მძიმე მარცხი. შაბათს დილით „ჰამასის” მებრძოლებმა გაარღვიეს სასაზღვრო ბარიერები ხმელეთით, ზღვიდან და ჰაერიდან, ისტორიაში პირველად შეაღწიეს და დაიკავეს 9 […]

150 დაღუპული და 1000-ზე მეტი დაჭრილი – ბოლო მონაცემები ისრაელიდან

150 დაღუპული და 1000-ზე მეტი დაჭრილი - ბოლო მონაცემები ისრაელიდან

ბოლო მონაცემებით, ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი სამხრეთ ისრაელში მდებარე რეიმის სამხედრო ბაზაზე, სადაც განთავსებულია ღაზას დივიზია. ცოტა ხნით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ჰამასის ტერორისტებს 22 სხვადასხვა ლოკაციაზე ებრძოდნენ. სამხედროები ასუფთავებენ ქალაქებს, სადაც […]

თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, პირველი მართლმადიდებლური ტაძარი აშენდა

თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, პირველი მართლმადიდებლური ტაძარი აშენდა

Dailysabah-ის ინფორმაციით, ეკლესია, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დაიწყო, 8 ოქტომბერს გაიხსნება. ეს პირველი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება, რომელიც ქვეყანაში თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ აშენდა.

ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით იერიში წამოიწყეს. მსხვერპლი არის. მოსახლეობა საცხოვრებელი სახლებიდან გარბის. ამის ამსაველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს.