1 ივლისს რუსულ წყალქვეშა აპარატზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 14 მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი გაჩნდა სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების წყალქვეშა აპარატზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გამოკვლევებს აწარმოებდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის. ”ბიომეტრიული გაზომვების ჩატარების დროს გაჩნდა ხანძარი. დაიღუპა 14 წყალქვეშა მეზღვაური საგნების დაწვისგან მიღებული მოწამვლის გამო,” – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კატეგორია: მსოფლიო
ლონდონში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითმფრინავიდან ცხედარი ჩამოვარდა
ლონდონის ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლის ეზოში თვითმფრინავიდან გადმოვარდნილიცხედარი ჩამოვარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ავიაკომანია „კენია ეარვეისის“ თვითმფრინავის შასის განყოფილებიდან გადმოვარდა. პოლიცია ვარაუდობს, გარდაცვლილი უბილეთო მგზავრია, რომელიც ნაირობიში თვითმფრინავის შასის განყოფილებაში დაიმალა. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას წყალი და საკვები აღმოაჩინეს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს თვითმფრინავის შასის განყოფილებაში უბილეთოდ მგზავრობის პირველი მცდელობა არ არის. მეტრონომი
კვიპროსში რუსული რაკეტა ჩამოვარდა
კვიპროსზე, ნიქოზიის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. რაკეტა თურქეთის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ კვიპროსში, ნიქოზიიდანჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა. ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერის, მუსტაფა აკინჯის ვარაუდობით, ინციდენტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კვიპროსი სირიასთან ახლოს მდებარეობს, გვიან ღამით კი, […]
დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ, პოლიციამ ცრემლსადენი ყუმბარები ისროლა – რა ხდება ჰონგ კონგში
ჰონგ კონგში მიმდინარე აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მას შემდეგ, რაც ასეულობით ადამიანი შეიჭრა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რის შედეგადაც ძალზე დაზიანდა შენობაში არსებული ინვენტარი – დამტვრეული და დამახინჯებულია ავეჯი, პოლიტიკოსების სურათები კედლებიდან ჩამოაგდეს, ჰონგ-კონგის ლოგოს გადააკრეს ბრიტანეთის ყოფილი კოლონიალური დროშის აღმნიშვნელი პლაკატი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, პოლიციამ ცრემლსადენი ყუმბარები ისროლა შენობაში დემონსტრანტთა მიმართულებით, რის […]
კიოლნის ბორტი ბენ გურიონში ავარიულად დაჯდა – მგზავრები არ დაშავებულან – ვიდეო
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის დროით 17.25 საათზე კიოლნიდან გამოფრენილმა თვითმფრინავმა წარმატებით განახორციელა ავარიული დაჯდომა თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტში. მას გვერდით მოჰყვებოდა ისრაელის საჰაერო ძალების 2 ფ-16 ტიპის თვითმფრინავი. ბორტზე სულ 152 მგზავრი იყო. დაზიანება არვ ერთ მათგანს არ მიუღია.
კიოლნიდან გამოფრენილი ბორტი ბენ გურიონში ავარიულად დასაჯდომად ემზადება – ბორტზე 152 მგზავრია
თვითმფრინავი, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნიდან გამოფრინდა, თელ-ავივის აეროპორტ ბენ გურიონში ავარიული დაჯდომისთვის ემზადება. თვითმფრინავში 152 მგზავრია. i24NEWS-ის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ მას შასის პრობლემა აქვს, თუმცა დაზიანების თაობაზე ზუსტი მონაცემები ჯერ არ არის. თვითმფრინავი ბულგარულ კომპანიას Electra Airways-ს ეკუთვნის. აეროპორტში უკვე მობილიზებულია 100-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა. იპნ
ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა და ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. „მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ“, – მიმართა ტრამპმა კიმ ჩენ ინს. აშშ-ს პრეზიდენტმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და ჩრდილოეთი კორეის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც უკან, დემილიტარიზებულ ზონაში დაბრუნდა. „ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც გვეწვია. ეს ადასტურებს მის სურვილს, […]
აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი ალი ქერიმლი დააკავეს
აზერბაიჯანელი ოპოზიციისა და პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერი ალი ქერიმლი დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქში დააკავეს. როგორც პარტიის წარმომადგენელი, გიოზელ ბაირამლი ამბობს, დღეს პარტია “მუსავატის” ოფისში “სოლიდარობის მარათონი” იმართებოდა ბოლო თვეებში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ადმინისტრაციული ჯარიმების გადასახდელად თანხების შეკრების მიზნით. მისი თქმით, ქერიმლი პარტიის შენობიდან გასვლის დროს პოლიციამ დააკავა. “ჯერ არაფერი ვიცით. პოლიციას განმარტებები არ გაუკეთებია. როგორც […]
“საზოგადოება ითხოვს სამართლიანობას” – რუსეთის ქალაქებში საპროტესტო მიტინგები გაიმართა
“საზოგადოება ითხოვს სამართლიანობას” – ამ სახელწოდების აქცია რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. მოსკოვში რამდენიმე ათასი ადამიანი პოლიტიკურ რეპრესიების გასაპროტესტებლად გამოვიდა. ანალოგიური აქციები სანქტ-პეტერბურგში, ხაბაროვსკში, ნიჟნი ნოვგოროდში, როსტოვსა, სამარაში და სხვა ქალაქებში გაიმართა. აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მიტინგი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის სისხლის სამართლებრივი დევნის ფონზე დაიგეგმა. ორგანიზატორების განცხადებით, გოლუნოვის გათავისუფლებით სამოქალაქო საზოგადოებამ მხოლოდ ერთი უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლებას მიაღწია, ათასობით აქტივისტი კვლავ პატიმრობაში რჩება. რუსთავი […]
ჩეჩნეთში, კადიროვის რეზიდენციასთან, 3 ადამიანი მოკლეს – ვიდეო
ჩეჩნეთში, კადიროვის რეზიდენციასთან სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახდებ რუსული მედია წერს. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომელი, ორი კი შეიარაღებული თავდამსხმელია. ინციდენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რეზიდენციის მახლობლად მოხდა. თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე მოკლეს, ხოლო მეორე მოგვიანებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. სამართალდამცველების თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალმა ისლამისტებმა აიღეს.










