ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა და ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა

ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა და ჩრდილოეთ კორეაში გადავიდააშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა.

„მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ“, – მიმართა ტრამპმა კიმ ჩენ ინს.

აშშ-ს პრეზიდენტმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და ჩრდილოეთი კორეის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც უკან, დემილიტარიზებულ ზონაში დაბრუნდა.

„ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც გვეწვია. ეს ადასტურებს მის სურვილს, რომ ვიმუშაოთ უკეთეს მომავალზე“, – ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა განაცხადა.

ტრამპი დემილიტარიზებულ ზონაში ვერტმფრენით ჩაფრინდა. ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის უკვე მესამე შეხვედრაა. პირველი ისტორიული სამიტი 2018 წელს სინგაპურში გაიმართა.

იპნ