კატეგორია: მსოფლიო

სლოვაკეთის პრეზიდენტი ქალი გახდა

სლოვაკეთის პრეზიდენტი ქალი გახდა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემების თანახმად, ცნობილმა იურისტმა და უფლებადამცველმა ხმების 58 პროცენტი მოაგროვა და მთავარი კონკურენტი მაროშ შეფჩოვიჩი 16 პროცენტიანი სხვაობით დაამარცხა. ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ამომრჩევლების 42 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მაროშ შეფჩოვიჩმა დამარცხება უკვე აღიარა და ზუზანა ჩაპუტოვას პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. მან […]

ზელენსკი – “სააკაშვილს უფლება აქვს, უკრაინაში ყველაზე მაღალი თანამდებობა დაიკავოს”

ზელენსკი - "სააკაშვილს უფლება აქვს, უკრაინაში ყველაზე მაღალი თანამდებობა დაიკავოს"

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი გააკეთა სოციოლოგიური კვლევების ლიდერმა კანდიდატმა ვლადიმერ ზელენსკიმ. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს და ის უნდა დაუბრუნონ. „მიხეილ სააკაშვილს ველაპარაკე. ის გამოცდილი და მსოფლიოში პატივცემული პოლიტიკოსია. ის ბევრს აკეთებს უკრაინაში დემოკრატიის დამყარებისთვის და იცავს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. ამაზე მისი ყველა მოქმედება […]

ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა ვენაში უშედეგოდ დასრულდა

ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა ვენაში უშედეგოდ დასრულდა

ვენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედეგებისა და ერთობლივი პრესკონფერენციის გარეშე დასრულდა. უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდაპირველად, შეხვედრას ორივე ქვეყნის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები, მინსკის ეუთოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელი დაესწრნენ, მოგვიანებით კი, ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს პირისპირ გაესაუბრნენ. შეხვედრის წინ, რომელიც მარტის დასაწყისში დაიგეგმა, ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ […]

ინგუშეთში მომიტინგეებმა ტელევიზიაში შეჭრა სცადეს – პოლიციამ ისინი ხელკეტებით გარეკა

ინგუშეთში მომიტინგეებმა ტელევიზიაში შეჭრა სცადეს - პოლიციამ ისინი ხელკეტებით გარეკა

ინგუშეთის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა, რომლებიც რეფერენდუმის შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, ტელევიზიაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცველებმა ხელკეტები გამოიყენეს და ისინი შენობას დააშორეს. აქციის მონაწილეებმა კი, ჯარისკაცებს ქვები და ბოთლები ესროლეს. მომიტინგეების განცხადებით, მათ ტელევიზიის მეშვეობით რეგიონში არსებული ვითარების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურდათ. რეფერენდუმის შესახებ კანონი ინგუშეთის პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიღო, თუმცა […]

სიეტლში მამაკაცმა სროლა ატეხა და მანქანა გაიტაცა – 2 დაიღუპა, 2 დაშავდა

სიეტლში მამაკაცმა სროლა ატეხა და მანქანა გაიტაცა - 2 დაიღუპა, 2 დაშავდა

მსხვერპლი მოჰყვა სროლას სიეტლში. შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ჯერ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ესროლა, შემდეგ კი ცეცხლი იქვე მდგარ ავტობუსს გაუხსნა. მამაკაცმა მანქანის გატაცება სცადა, თუმცა მალევე ავტოავარიაში მოჰყვა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, საავადმყოფოში 2 დაშავებულია გადაყვანილი. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. გამოძიებითვის ამ დრომდე უცნობია მომხდარის ზუსტი მოტივი. რუსთავი 2

ვინ არის კომიკოსი ზელენსკი, რომელიც შეიძლება უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდეს

ვინ არის კომიკოსი ზელენსკი, რომელიც შეიძლება უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდეს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება, ბიულეტენში კი სახელმწიფოს მეთაურობის მსურველი 39 კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. თუმცა, უკვე ახალი გამოკითხვების შედეგად გამოიკვეთა პრეზიდენტობის კანდიდატთა ის ვიწრო წრე, რომლებსაც სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალი შანსი აქვთ. დღეის მონაცემებით, ლიდერობს ვლადიმერ ზელენსკი, რომლის რეიტინგი 23-25%-ის ფარგლებშია. ვლადიმერ ზელენსკი 41 წლის კომიკოსი მსახიობია, რომელმაც კომედიური ჟანრის ფილმებში ნაპოლეონისა და უკრაინის […]

ნატო პოლონეთში აშშ-ის სამხედრო საცავს ააშენებს

ნატო პოლონეთში აშშ-ის სამხედრო საცავს ააშენებს

ნატო-მ პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ტექნიკისთვის სამხედრო საცავის მშენებლობა დაგეგმა, რომლის ღირებულებაც 260 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ „The Wall Street Journal“ წერს. ახალი ობიექტი პოლონური სოფლის – პოვიდზის მახლობლად მდებარე პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზას ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის სატრანსპორტო კვანძად გარდაქმნაში დაეხმარება. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები ზაფხულისთვის დაიწყება და ორი […]

შტორმი ზღვაში – ნორვეგიული “ვიკინგ სქაიდან” 1.300 მგზავრი გამოიყვანეს – ვიდეო

შტორმი ზღვაში - ნორვეგიული "ვიკინგ სქაიდან" 1.300 მგზავრი გამოიყვანეს - ვიდეო

ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ძლიერ შტორმის დროს საკრუიზო ლაინერ ვიკინგ სქაის ძრავს პრობლემა შეექმნა. ბორტზე 1300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია ავიაციის დახმარებით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ყველა მგზავრი უკვე სანაპიროზეა გადაყვანილი, ოპერაციის დროს 8 მათგანი დაშავდა. განგაშის სიგნალის გაშვების შემდეგ ავარიის ადგილას, სადაც ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა, 5 ვერტმფრენი და […]

რომის საკრებულოს თავმჯდომარე მარჩელო დე ვიტო დააკავეს

რომის საკრებულოს თავმჯდომარე მარჩელო დე ვიტო დააკავეს

იტალიის დედაქალაქის, რომის, საკრებულოს თავმჯდომარე მარჩელო დე ვიტო კორუფციის ბრალდებით დააკავეს. როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA იუწყება, დაკავება საფეხბურთო კლუბ „რომასთვის“ ახალი სტადიონის მშენებლობის გამოძიების საქმის ფარგლებში მოხდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, გამოძიების ფარგლებში კორუფციის, ასევე თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები იყო გამოვლენილი სტადიონის და ქალაქის ცენტრში სასტუმროს კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს. არსებული ინფორმაციით, […]

თურქეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. ბიძგები ადგილობრივი დროით 06:34 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 16 კილომეტრში იყო სამხრეთით ქალაქ აჯიპაიდან და 32 კილომეტრში დასავლეთით ქალაქ თეფენიდან. მიწისძვრის კერა 27 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ინფორმაცია ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.