კატეგორია: მსოფლიო

იტალიის პარლამენტმა თურქეთის მიერ სომეხი ხალხის გენოციდი აღიარა

იტალიის პარლამენტმა თურქეთის მიერ სომეხი ხალხის გენოციდი აღიარა. მიღებული რეზოლუციით საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის თითქმის 400-მა  დეპუტატმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიაროს. შესაბამის დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. 43-მა დეპუტატმა  თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი არც ერთი მათგანი არ გამოსულა. რამდენიმე დღით ადრე  იტალიელი კანონმდებლების მიერ ინიცირებული […]

არჩევნები ისრაელში – ნეთანიაჰუს პარტია 35 მანდატს იღებს

ამომრჩეველთა ხმების 94%-ის დათვლის შედეგებით, ისრაელის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და ცენტრისტული ბლოკი „კახოლ-ლავანი“ 35-35 მანდატს იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფო რადიო Kan ავრცელებს. მემარჯვენე ბლოკში, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუ გაუძღვება, შევლენ რელიგიური პარტიები „შასი“ და „ტორას ებრაელობა“, რომლებმაც პარლამენტში 8-8 მანდატი მიიღეს, ავიგდორ ლიბერმანის პარტია (5 მანდატი), ასევე მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „კულანუ“ (4 […]

ბაგრამის სამხედრო ბაზასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სამი ამერიკელი სამხედრო და ერთი კონტრაქტორი. ასეთია ავღანეთში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგები. ამის შესახებ Aljazeera წერს. ირკვევა, რომ აფეთქება ბაგრამის ბაზასთან მოხდა. მანქანა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო დანაღმული. პენტაგონის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ავღანეთში, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. imedinews.ge

ამერიკის 20 შტატი ტრამპს კედლის მშენებლობისთვის უჩივის

აშშ-ში 20-მა შტატი დონალდ ტრამპს სასამართლოში უივის. მიზეზი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაა.ისინი   მიიჩნევენ რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობა უკანონოა. ფედერალური ბიუჯეტიდან 1.6 მილიარდი დოლარი კედლის მშენებლობაზემოხმარებას აპროტესტებენ და  სასამართლოს ინიციატივის დაბლოკვას სთხოვენ. პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის საოლქო სასამართლოში იმ დროს დარეგისტრირდა, როდესაც თავად დონალდ ტრამპმა მექსიკის სასაზღვრო ქალაქებში ტურნე დაიწყო.შეერთებული შტატების პრეზიდენტი მესაზღვრეებს და უსაფრთხოების სამსახურის […]

სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი განხორციელდა

სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი განხორციელდა. ბოლო რეისი ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სინგაპურის მიმართულებით, ღამის 02:00 საათზე შეასრულა. „მსოფლიო ავიაციის ისტორიაში სტამბოლის ახალ აეროპორტში გადასვლის უპრეცედენტო ოპერაცია გრძელდება. ახალ აეროპორტში გადასვლის პროცესი 45 საათის განმავლობაში გაგრძელდება და 6 აპრილს 23:59 საათზე დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში. 6 აპრილის 14:00 საათიდან ათათურქის ნაცვლად ფრენები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან ხორციელდება. […]

ტრამპი – „თავშესაფრის მაძიებლებს ვეღარ მივიღებთ, ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო”

ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, პოტენციურმა მიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთს ეწვია. „თავშესაფრის მაძიებლები თუ არალეგალური მიგრანტები იქნებიან, ვერ მივიღებთ ვერავის. ჩვენი ქვეყანა გაივსო. მაპატიეთ, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ასეა ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა სასაზღვრო და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას. აშშ-ს […]

ლიბიაში რუსი ჯარისკაცები ტრიპოლის უტევენ

ლიბიაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აღმოსავლეთ ლიბიის არმია, რომელსაც ე.წ. ვაგნერის რუსული მებრძლები უჭერენ მხარს, ტრიპოლის უტევს. სამხედრო ოპერაციის მიზანი გარდამავალი მთავრობის დამხობაა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამბოხებული გენერალი აცხადებს, რომ არმიამ ტრიპოლის ერთ-ერთი რაიონი უკვე დაიკავა. მისივე თქმით, ბრძოლები ტრიპოლის აეროპორტთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საწინააღმდეგოს აცხადებს ხელისუფლება. მათი ინფორმაციით. გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფმა […]

პოროშენკომ ზელენსკის შეთავაზება მიიღო – დებატები კიევის სტადიონზე გაიმართება

უკრაინის  მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დებატების სტადიონზე გამართვის შეთავაზებას დათანხმდა. ამის შესახებ პოროშენკომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომლითაც ვლადიმირ ზელენსკის უპასუხა. „დებატების წესები გაწერილია საარჩევნო კანონმდებლობაში, წაიკითხეთ, თუ შეიძლება. დებატები უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ბაზაზე და მისი ტრანსლაცია სხვა ტელეკომპანიებს შეუძლიათ, მაგრამ თუ სტადიონი გსურთ, იყოს სტადიონი. გელოდებით ვლადიმირ ალექსანდროვიჩ,“ – განაცხადა პოროშენკომ. თავის […]

ჩიკაგოს მერი შავკანიანი ლესბოსელი გახდა

პირველად ისტორიაში ჩიკაგოს მერი აფროამერიკელი ლესბოსელი ქალი გახდა. 2 აპრილს გამართულ არჩევნებში ლორი ლაითფუტმა ასევე აფროამერიკული წარმომავლობის ქალი კონკურენტი, ტონი პრეკვინკლი, დიდი უპირატესობით დაამარცხა. 56 წლის ლორი ლაითფუტი ადრე ფედერალურ პროკურორად მუშაობდა, ასევე იყო პრაქტიკოსი იურისტი და აქამდე არასდროს ეკავა არჩევითი თანამდებობა. 1837 წლიდან ჩიკაგოს მხოლოდ 1 შავკანიანი და 1 ქალი მერი ჰყავდა.

”მომავალი მამა რეპეტიციას გადის” – პრინცი ჰარი ბავშვებთან

სოციალურ ქსელში პრინცი ჰარის ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოები გავრცელდა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ შვილს რამდენიმე კვირაში ელოდებიან. ჯერჯერობით, ბავშვის სქესი ცნობილი არაა. ნიუპოსტი