უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება, ბიულეტენში კი სახელმწიფოს მეთაურობის მსურველი 39 კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. თუმცა, უკვე ახალი გამოკითხვების შედეგად გამოიკვეთა პრეზიდენტობის კანდიდატთა ის ვიწრო წრე, რომლებსაც სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალი შანსი აქვთ. დღეის მონაცემებით, ლიდერობს ვლადიმერ ზელენსკი, რომლის რეიტინგი 23-25%-ის ფარგლებშია. ვლადიმერ ზელენსკი 41 წლის კომიკოსი მსახიობია, რომელმაც კომედიური ჟანრის ფილმებში ნაპოლეონისა და უკრაინის […]
კატეგორია: მსოფლიო
ნატო პოლონეთში აშშ-ის სამხედრო საცავს ააშენებს
ნატო-მ პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ტექნიკისთვის სამხედრო საცავის მშენებლობა დაგეგმა, რომლის ღირებულებაც 260 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ „The Wall Street Journal“ წერს. ახალი ობიექტი პოლონური სოფლის – პოვიდზის მახლობლად მდებარე პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზას ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის სატრანსპორტო კვანძად გარდაქმნაში დაეხმარება. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები ზაფხულისთვის დაიწყება და ორი […]
შტორმი ზღვაში – ნორვეგიული “ვიკინგ სქაიდან” 1.300 მგზავრი გამოიყვანეს – ვიდეო
ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ძლიერ შტორმის დროს საკრუიზო ლაინერ ვიკინგ სქაის ძრავს პრობლემა შეექმნა. ბორტზე 1300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია ავიაციის დახმარებით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ყველა მგზავრი უკვე სანაპიროზეა გადაყვანილი, ოპერაციის დროს 8 მათგანი დაშავდა. განგაშის სიგნალის გაშვების შემდეგ ავარიის ადგილას, სადაც ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა, 5 ვერტმფრენი და […]
რომის საკრებულოს თავმჯდომარე მარჩელო დე ვიტო დააკავეს
იტალიის დედაქალაქის, რომის, საკრებულოს თავმჯდომარე მარჩელო დე ვიტო კორუფციის ბრალდებით დააკავეს. როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA იუწყება, დაკავება საფეხბურთო კლუბ „რომასთვის“ ახალი სტადიონის მშენებლობის გამოძიების საქმის ფარგლებში მოხდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, გამოძიების ფარგლებში კორუფციის, ასევე თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები იყო გამოვლენილი სტადიონის და ქალაქის ცენტრში სასტუმროს კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს. არსებული ინფორმაციით, […]
თურქეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის დასავლეთ ნაწილში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. ბიძგები ადგილობრივი დროით 06:34 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 16 კილომეტრში იყო სამხრეთით ქალაქ აჯიპაიდან და 32 კილომეტრში დასავლეთით ქალაქ თეფენიდან. მიწისძვრის კერა 27 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ინფორმაცია ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი გადადგა
ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თავად ნაზარბაევმა განაცხადა. „გადაწყვეტილება მივიღე გადავდგე პრეზიდენტის თანამდებობიდან. წელს 30 წელი სრულდება, რაც ჩვენი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ვიმყოფები. ჩვენმა დიადმა ხალხმა პატივო მარგო, დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენი კანონებით მე მონიჭებული მაქვს პირველი პრეზიდენტის სტატუსი. ვრჩები უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ, რომელიც კანონით აღჭურვილია სერიოზული უფლებამოსილებით ქვეყნის შიდა […]
ემიგრანტი ქალი 15 თვის ძებნის შემდეგ ათენის ნიკიის სასაფლაოზე ვერტიკალურად დამარხული იპოვეს
ნამდვილი შოკი იყო ქალიშვილისთვის, როდესაც საკუთარი დედა, 15-თვიანი ძებნის შემდეგ, ათენში ნიკიის მესამე სასაფლაოზე პლასტიკის კუბოთი ვერტიკალურად დამარხული ნახა. პოლონეთის მოქალაქის – 60 წლის ალისია კლიმეკის ტრაგიკული ისტორია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა საბერძნეთში, მართლაც შოკისმომგვრელია. ქალი ბოლოს 2017 წლის 4 დეკემბერს ესაუბრა ნათესავებს, ამის შემდეგ კი დაიკარგა. ოჯახმა განცხადება განათავსა პოლონურ საიტზე, რომელზეც დაკარგულ […]
მაიკლ ჯექსონის შვილმა მამის გამო თავის მოკვლა სცადა
მაიკლ ჯექსონის შვილი პერისი ჰოსპიტალიზებულია. ოჯახიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, მან თავის მოკვლა სცადა. სავარაუდოდ მან ვენები გადაიჭრა. ამჟამად პერისის მდგომაეობა სტაბილურია. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი დოკუმენტურ ფილმ “Leaving Neverland”-ში მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდება გახდა, სადაც უეიდ რობინსონი და ჯეიმს სეიფჩაკი ცნობილი ვარსკვლავის წინააღმდეგ ჩვენებას იძლევიან.
ფრენკ კალის მკვლელობისთვის 24 წლის ენტონი კომელო დააკავეს
რამდენიმე საათის წინ ნიუ იორკის პოლიციამ გამბინოს კლანის ბოსის, ფრენკი კალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულია 24 წლის ენტონი კომელო. “გამოძიება დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, – ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს შემთხვევითი მკვლელობა იყო”. პოლიცია ცდილობს, გაარკვიოს ეჭვმიტანილის მოტივი და აგრეთვე ის, იყო თუ არა ეს შეკვეთილი მკვლელობა. “ჩვენ კარგად ვიცით […]
ნიუ იორკში გამბინოს კლანის ბოსი ფრენკ კალი მოკლეს – მას ესროლეს და პიკაპით გადაუარეს
ნიუ-იორკში, ცნობილი ამერიკული მაფიოზური კლანის მეთაური მოკლეს. “გამბინოს ოჯახის” მეთაურს ფრენკ კალის ნიუ იორკში, სტეიტენ აილენდში საკუთარ სახლთან ესროლეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა მოკლულის ცხედარს პიკაპით გადაუარა და მიიმალა. The New York Post-ის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ “გამბინოს კლანის” წევრები დაკითხა, რათა კალის მკვლელობის შესახებ მეტი ცნობები მოაგროვოს. გამოცემის ცნობით, ასეთი გავლენის მქონე კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა, ბოლოს […]









