სანკტ პეტერბურგში წმინდა ისააკის საკათედრო ტაძართან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საფლავის ქვა დადგეს, რომელზეც მისი სიცოცხლის თარიღი (1952-2019 ) და წარწერა „უღალატა რუს ხალხს“ არის აღნიშნული. სოციალურ ქსელ ტელეგრამში გვერდი ”აგიტ როსია” იტყობინება, რომ საფლავი მათმა აქტივისტებმა დადგეს, მათი განმარტებით, საფლავის დადგმით მათ უნდოდათ თქმა, რომ „პუტინი რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკვდა, ხალხის საწინააღმდეგო კანონების , მუდმივი […]
კატეგორია: მსოფლიო
სანკტ-პეტერბურგში სამხედრო-კოსმოსურ აკადემიაში აფეთქება მოხდა
რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში სამხედრო-კოსმოსურ აკადემიაში აფეთქება მოხდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აფეთქება ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, რომლებიც ცდილობენ მომხდარის მიზეზი დაადგინონ. ჯერჯერობით უცნობია, რა აფეთქდა. იპნ
ერდოღანის პარტიამ სტამბოლიც წააგო – თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
ანკარისა და იზმირის მსგავსად, თურქეთის მმართველმა პარტიამ სტამბოლიც წააგო. ქვეყნის თურქეთის უდიდეს ქალაქში, ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრში რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატმა ერკემ იმამოღლუმ 48.79% მოაგროვა, მმართველი პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა კი 48.51%. დედაქალაქ ანკარაშიც ოპოზიციამ გაიმარჯვა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატმა მანსურ იავაშმა 50.9% აიღო, მეჰმეთ ოზჰასეკმა კი – 47.1%. ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა მოსახლეობის მიხედვით […]
რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ავიაკატასტროფას მამასთან ერთად ემსხვერპლა – თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი გერმანიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. 55 წლის ნატალია ფილევა, რომელიც რუსული ავიაკომპანია S7-ის თანამფლობელია, 6 ადგილიან კერძო თვითმფრინავში იჯდა, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს ჩამოვარდა და აფეთქდა. რუსული მედია წერს, რომ ბორტზე ფილევას მამაც იმყოფებოდა. გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა. გამოცემა „ფორბსის“ ინფორმაციით, ფილევა 600 მლნ […]
უკრაინა, ეგზიტპოლი – 1.ზელენსკი – 30,4%, 2.პოროშენკო – 17,8%, 3.ტიმოშენკო – 14,2%
ეგზიტპოლის შედეგებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეგზიტპოლის შედეგებით, პეტრო პოროშენკოს 17,8% აქვს, ვლადიმერ ზელენსკის – 30,4%, იულია ტიმოშენკოს კი 14,2%. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 21 აპრილს გაიმართება. უკრაინაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, თბილისის დროით კი […]
სლოვაკეთის პრეზიდენტი ქალი გახდა
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემების თანახმად, ცნობილმა იურისტმა და უფლებადამცველმა ხმების 58 პროცენტი მოაგროვა და მთავარი კონკურენტი მაროშ შეფჩოვიჩი 16 პროცენტიანი სხვაობით დაამარცხა. ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ამომრჩევლების 42 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მაროშ შეფჩოვიჩმა დამარცხება უკვე აღიარა და ზუზანა ჩაპუტოვას პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. მან […]
ზელენსკი – “სააკაშვილს უფლება აქვს, უკრაინაში ყველაზე მაღალი თანამდებობა დაიკავოს”
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი გააკეთა სოციოლოგიური კვლევების ლიდერმა კანდიდატმა ვლადიმერ ზელენსკიმ. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს და ის უნდა დაუბრუნონ. „მიხეილ სააკაშვილს ველაპარაკე. ის გამოცდილი და მსოფლიოში პატივცემული პოლიტიკოსია. ის ბევრს აკეთებს უკრაინაში დემოკრატიის დამყარებისთვის და იცავს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. ამაზე მისი ყველა მოქმედება […]
ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა ვენაში უშედეგოდ დასრულდა
ვენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედეგებისა და ერთობლივი პრესკონფერენციის გარეშე დასრულდა. უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდაპირველად, შეხვედრას ორივე ქვეყნის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები, მინსკის ეუთოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელი დაესწრნენ, მოგვიანებით კი, ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს პირისპირ გაესაუბრნენ. შეხვედრის წინ, რომელიც მარტის დასაწყისში დაიგეგმა, ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ […]
ინგუშეთში მომიტინგეებმა ტელევიზიაში შეჭრა სცადეს – პოლიციამ ისინი ხელკეტებით გარეკა
ინგუშეთის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა, რომლებიც რეფერენდუმის შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, ტელევიზიაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცველებმა ხელკეტები გამოიყენეს და ისინი შენობას დააშორეს. აქციის მონაწილეებმა კი, ჯარისკაცებს ქვები და ბოთლები ესროლეს. მომიტინგეების განცხადებით, მათ ტელევიზიის მეშვეობით რეგიონში არსებული ვითარების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურდათ. რეფერენდუმის შესახებ კანონი ინგუშეთის პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიღო, თუმცა […]
სიეტლში მამაკაცმა სროლა ატეხა და მანქანა გაიტაცა – 2 დაიღუპა, 2 დაშავდა
მსხვერპლი მოჰყვა სროლას სიეტლში. შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ჯერ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ესროლა, შემდეგ კი ცეცხლი იქვე მდგარ ავტობუსს გაუხსნა. მამაკაცმა მანქანის გატაცება სცადა, თუმცა მალევე ავტოავარიაში მოჰყვა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, საავადმყოფოში 2 დაშავებულია გადაყვანილი. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. გამოძიებითვის ამ დრომდე უცნობია მომხდარის ზუსტი მოტივი. რუსთავი 2










