კატეგორია: მსოფლიო

ერევანში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება

ერევანში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება

დაპირისპირება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სომხეთში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 60 აქტივისტი და 30 პოლიციელი, მათ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ერევანში დემონსტრანტებმა, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ქვეყანაში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, აქციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

უკრაინელმა სტუდენტმა დიპლომი ფრონტის ხაზზე დაიცვა

უკრაინელმა სტუდენტმა დიპლომი ფრონტის ხაზზე დაიცვა

უკრაინელმა სტუდენტმა დიპლომი ფრონტის ხაზიდან დაიცვა, მან ნაშრომი სანგარში ყოფნისას წარმოადგინა ფრონტის ხაზზე მყოფმა სტუდენტმა მაქსიმალური 5 ქულიდან 4 ქულა მიიღო “სტუდენტი ონლაინრეჟიმში იცავდა დიპლომს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფრონტიდან ჩაერთო, მოსალოდნელი იყო ავტომატურადაც დაგეწერა მისთვის შეფასება, მაგრამ დამსახურებულად მიიღო 4 ქულა“ | წერს სოციალურ ქსელში ლექტორი, მიხაილ განჩუკი. მთავარი

უკრაინაში საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს

კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ფრანგი სამხედრო მოხალისის გარდაცვალება, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა. რადიო Europe1-ის ცნობით, ის სასიკვდილოდ დაიჭრა ხარკოვთან საარტილერიო სროლის შედეგად. საერთო ჯამში, გამოცემის ცნობით, ახლა უკრაინის მხარეს საფრანგეთიდან 150-მდე მოხალისე იბრძვის. პუტინის ომის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა სპეციალური დანაყოფი – საერთაშორისო ლეგიონი უცხოელი მოხალისეებისთვის, რომლებსაც სურდათ მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის დაცვაში […]

800-მდე ადამიანი სევეროდონეცკის ქარხანას აფარებს თავს – გაიდაი  

800-მდე ადამიანი სევეროდონეცკის ქარხანას აფარებს თავს - გაიდაი     

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, 800-მდე მშვიდობიანი მოქალაქე სევეროდონეცკის ქიმიურ ქარხანას აფარებს თავს, რომელიც რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა. “იქ არიან ადგილობრივები, რომლებსაც ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. იქ არიან ბავშვებიც, თუმცა ბევრი არა,” – განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

„დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს“ – სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი - "იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში"

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დასავლური ქვეყნები გრძელვადიანი ომისთვის უნდა მოემზადონ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, NATO-მ ამ კონფლიქტში უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პერიოდისთვის, რადგან ჩვენ ვხედავთ ისაა, რომ ეს ომი იქცა დამქანცველ ომად, სადაც უკრაინელები ბრძოლის ველზე საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის […]

ზელენსკი – რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია

ზელენსკი - რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია

რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ზელენსკის თქმით, მათ შორის, ბავშვთა სახლებიდან, მშობლებისგან და ოჯახებიდან წაყვანილი ბავშვები არიან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა პასუხისმგებელ პირებს დასჯის. მისი თქმით, უკრაინა დაანახებს რუსეთს, რომ „მისი დაპყრობა შეუძლებელია და ხალხი არ დანებდება“ და მათი შვილები „ოკუპანტების საკუთრება არ გახდება“. ცნობისთვის, ამ […]

ანგელა მერკელმა უკრაინას მხარი დაუჭირა

ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში გადავიდა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია და მიმდინარე წლის პირველ საჯარო გამოსვლაში თავისი პოზიცია დააფიქსირა. გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მერკელმა მხარი დაუჭირა გერმანიის ხელისუფლების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს მიერ გაწეულ სამუშაოს „ამ ბარბაროსული ომის დასრულების ძიებაში“. „ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა და რომელშიც შეიჭრა რუსეთი. მხარს ვუჭერ […]

ბრიტანეთის პარლამენტმა შეიძლება ჯონსონის გადაყენებას უყაროს კენჭი

ბორის ჯონსონი - "უკრაინაში შეჭრით პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა"

“დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის” დეპუტატი სერ ბობ ნილი აცხადებს, რომ მომავალ კვირას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, 28 დეპუტატს ჯონსონის დაუყოვნებლივი გადაყენება წვეულებების სკანდალთან დაკავშირებით სურს, რომელსაც ბრიტანულმა მედიამ “ფართიგეითი” უწოდა. საუბარია, პრემიერის მიერ მკაცრი „ლოქდაუნის“ დროს კოვიდ-რეგულაციების დარღვევაზე. ცნობისთვის, გასულ კვირას აღნიშნულ სკანდალთან […]

მატვიენკო – “რუსეთი მზადაა, კიევთან შეთანხმებას ხელი მოაწეროს”

მატვიენკო - "რუსეთი მზადაა, კიევთან შეთანხმებას ხელი მოაწეროს"

რუსეთის ფედერაციის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებებს კიევთან. „რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისა და მშვიდობის მომტანი ხელშეკრულებების ხელმოწერისთვის,“ – აღნიშნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ. მისი თქმით, საჭიროა, მოლაპარაკებების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდეს. “ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. საჭიროა დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები. მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ვიმეორებთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, […]

ზელენსკი – “ევროპამ უარი უნდა თქვას რუსეთის ნავთობზე”

ზელენსკი - "ევროპამ უარი უნდა თქვას რუსეთის ნავთობზე"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების შესახებ შეთანხმების მიღწევას ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან სანქციების ბოლო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ 2 თვის წინ დაწესდა. ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის კომპრომისის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთა. […]