უკრაინაში საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში საფრანგეთის მოქალაქე მოკლესსაფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ფრანგი სამხედრო მოხალისის გარდაცვალება, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა.

რადიო Europe1-ის ცნობით, ის სასიკვდილოდ დაიჭრა ხარკოვთან საარტილერიო სროლის შედეგად. საერთო ჯამში, გამოცემის ცნობით, ახლა უკრაინის მხარეს საფრანგეთიდან 150-მდე მოხალისე იბრძვის.

პუტინის ომის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა სპეციალური დანაყოფი – საერთაშორისო ლეგიონი უცხოელი მოხალისეებისთვის, რომლებსაც სურდათ მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის დაცვაში რუსული აგრესიისგან.

BBC-მ უკვე გაავრცელა ინფორმაცია საერთაშორისო ლეგიონში მებრძოლი ბრიტანეთის და ერთი ამერიკის მოქალაქის დაღუპვის შესახებ.