ფილადელფიაში სროლისას 3 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

ფილადელფიაში სროლისას 3 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდაპოლიციის განცხადებით, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა მას შემდეგ, რაც ფილადელფიაში, ერთ-ერთ უბანში ღამით, რამდენიმე ადამიანმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ფილადელფიის პოლიციის ინსპექტორის ცნობით, რაიონში ოფიცრები პატრულირებდნენ, როდესაც შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე სროლის ხმა გაიგეს. მისი თქმით, ოფიცრებმა რამდენიმე მსროლელი დააფიქსირეს.

ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა შორის, 2 მამაკაცი და 1 ქალია.

ადგილზე 2 იარაღი ამოიღეს, მაგრამ ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან.

მედიის ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ მცირე, 239 მასობრივი სროლა მოხდა.

იპნ