კატეგორია: მსოფლიო

დავით აღმაშენებლის და დავით სოსლანის სახელები ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელების იარაღზე ქართულად ეწერა

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ ქრა­ის­თჩერჩში ორ მე­ჩეთ­ში ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 40 ადა­მი­ა­ნამ­დე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ­მა ჯა­სინ­და არ­დერნ­მა გა­ნა­ცხა­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღემ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რი იყო 27 და­ღუ­პულ­ზე. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ ოთხი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ალ-ნუ­რი­სა და ლინ­ვუ­დის მე­ჩე­თებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:45 სა­ათ­ზე შე­ვიდ­ნენ. შეს­ვლის­თა­ნა­ვე მათ კარი […]

მაიამიში კონორ მაკგრეგორი დააკავეს

ირლანდიელი შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი კონორ მაკგრეგორი მაიამიში გულშემატკივარისთვის ტელეფონის დამსხვრევის გამო დააკავეს.„ბიბისის“ ცნობით, სპორტსმენმა ფანს ტელეფონი მაშინ დაუმსხვრია, როდესაც იგი მაკგრეგორისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდა. მაკგრეგორმა ჯერ მობილური ტელეფონი გამოართვა გულშემატკივარს, შემდეგ დაუმტვრია და ნაწილები თან წაიღო. შემთხვევა მაიამის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. როგორც ცნობილია, მობილური ტელეფონის ფასი დაახლოებით 1000 დოლარი იყო. შეგახსენებთ, გასულ წელს მაკგრეგორს სასამართლომ […]

საჰაერო პანიკა გრძელდება – ბაჰრეინი-მოსკოვის რეისი ბაქოს აეროპორტში საგანგებოდ დაჯდა

უკვე მეორე დღეა, მსოფლიოს სამგზავრო ავიაციაში სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. გუშინ ეთიოპიაში ბოინგ 737-ის ჩამოვარდნას 159 მგზავრის და ეკიპაჟის 8 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის გამო დღეიდან ჩინეთმა “ბოინგ 737 მაქს-8”-ის ყველა ავიარეისი გააუქმა. გუშინ კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასევე გუშინ ნამდვილად გაუმართლათ სტამბული-ნიუ იორკის მგზავრებს – რეისი ნიუ -იორკთან ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის […]

პანიკა მსოფლიოს ავიაციაში – ჩინეთმა “ბოინგ 737 მაქს-8”-ის ყველა ავიარეისი გააუქმა

ჩინეთის საავიაციო რეგულირების სამსახურმა “ბოინგ 737 მაქს-8”-ის ყველა ავიარეისი გააუქმა, ვინაიდან მსგავსი მოდელის ლაინერმა გუშინ ავიაკატასტროფა განიცადა. შეგახსენებთ, ეთიოპიიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 157 ადამიანი დაიღუპა. ლაინერი ადის აბებადან ნაირობიში მიფრინავდა. ბოლო ხუთი თვის მანძილზე ეს ბოინგ 737-ის რიგით მეორე კატასტროფა იყო. ჩინეთის საავიაციო რეგულირების სამსახურში განაცხადეს, რომ ისინი ავიახაზებს შეატყობინებენ […]

ეთიოპიაში ბოინგ 737-ის ჩამოვარდნას 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა

ტრაგედია ეთიოპიაში – რამდენიმე საათის წინ კომპანია “ეთიოპიის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბოინგ 737 ადის-აბებასაეროპორტიდან აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. კომპანიის ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა. გარდაცვლილები 33 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ლაინერი რეისს კენიის დედაქალაქ ნაირობის მიმართულებით ასრულებდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ტრაგედიის შესახებ პირველი ეთიოპიის პრემიერ-მინისტრისგან გახდა ცნობილი, რომელმაც […]

რა ხდება დღეს ჰაერში?! – თურქიშ ეირლაინზის თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა – 30 მგზავრი დაშავდა

ავიაკომპანია „Turkish Airlines“ თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო, ბორტზე მყოფი 30 მგზავრი დაშავდა. ოფიციალური ცნობით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. სამგზავრო ლაინერი, რომელიც რეისს სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ასრულებდა, ჯონ კენედის აეროპორტში მშვიდობიანად დაფრინდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაანაწილეს. მგზავრების უმრავლესობას დაჟეჟილობა, მსუბუქი მოტეხილობები და ჭრილობები ჰქონდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლების ცნობით, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მაშინ მოყვა როდესაც ის […]

ეთიოპიაში ბოინგ 737 ჩამოვარდა – ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო

„ეთიოპიის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ზუსტის ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მოგვიანებით გავრცელდება. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოხატა. იპნ

ავიაკატასტროფა კოლუმბიაში – 14-ვე მგზავრი დაიღუპა

ავიაკატასტროფა მოხდა კოლუმბიაში. შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში ავარიული დაშვების მცდელობის დროს მოხდა. ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა. რატომ მიიღო პილოტმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია. თვითმფრინავი რეისს ქალაქ სან ხოსე დელგუა ვიარედან ვილა ვიცენსიოში ასრულებდა. რუსთავი 2

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი დააკავეს

მოსკოვის მორიგი ბრალდება ვაშინგტონს – სერგეი ლავროვის უწყება შეერთებულ შტატებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა მოსკოვის აეროპორტში ამერიკის საელჩოს თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც ბარგში ნაღმი აღმოაჩნდა. უწყების ცნობით, შერემეტიევოს აეროპორტში მისულმა გამნაღმველებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს ჩემოდანში ნაღმის ცარიელი კორპუსი ჰქონდა, ანუ მასში ფეთქებადი ნივთიერება არ იყო. ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის […]

რუსეთში ხელისუფლების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

რუსეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის თანახმად, ინტერნეტში ხელისუფლებაზე უპატივცემულო პუბლიკაციები დასჯადი გახდება. როგორც რუსული მედია იუწყება, შემოღებულია ჯარიმა ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ადამიანურ ღირსებასა და საზოგადოებრივ ზნეობას, უპარტივცემულობას ავლენს საზოგადოებისადმი, სახელმწიფოსადმი, რუსეთის ოფიციალური სიმბოლოებისადმი, რუსეთის კონსტიტუციისადმი და ხელისუფლების ორგანოებისადმი. ამგვარი ქმედებები 30-დან 100.000 რუბლამდე ჯარიმით დაისჯება, ხოლო განმეორების შემთხვევაში კი 100.000-დან 200.000 რუბლამდე […]