აშშ-ში Press TV-ის წამყვანი მარზიე ჰაშემი დააკავეს. ამის შესახებ თავად ირანული ტელეარხი იუწყება. მათი ცნობით, ჟურნალისტი 13 იანვარს სენტ-ლუისის აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ვაშინგტონში საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. ჰაშემის დაკავების მიზეზები უცნობია. მისთვის ოფიციალურად არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ. ტელეარხის ცნობით, აშშ-ში დაბადებული მარზიე ჰაშემი იქ თავისი ავადმყოფი ძმის მოსანახულებლად ჩავიდა. ნათესავები მას […]
კატეგორია: მსოფლიო
ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტი მადურო უზურპატორად გამოაცხადა
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ უზურპატორად გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება უმოქმედოა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ასამბლეის თავმჯდომარის, ხუან გუაიდოს განცხადებით, კანონმდებლების ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რომელმაც მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების საფუძველზე აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები გადაიბარა. მიუხედავად საერთაშორისო კრიტიკისა ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნიკოლას მადურომ ფიცი მეორედ 10 იანვარს დადო. აშშ და დანარჩენი 13 ქვეყანა […]
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის პროექტი ჩააგდო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” წერს. შეთანხმებას ხმა 202 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 432 წევრი წავიდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი ჩამორჩენით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ისტორიაში მთავრობა არასოდეს დამარცხებულა. კენჭისყრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა […]
გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი კონცერტზე სასიკვდილოდ დაჭრეს – ვიდეო
პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი მასზე თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა . ადამოვიჩს თავს 13 იანვარს დაესხნენ. ეს გდანსკში საქველმოქმედო კონცერტზე მოხდა. ადამოვიჩს მოულოდნელად მივარდა 27 წლის მამაკაცი, რომელმაც დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის გულის არეშიც. ექიმებმა ადამოვიჩის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი ყოფილი პატიმარია, რომელიც ციხიდან რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა. მან თავისი […]
ლატვიაში პოლიციამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კოკაინი ამოიღო
ლატვიელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას, ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ოდენობის, ორი ტონა კოკაინი ამოიღეს. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს. სპეოპერაციის შედეგად ლატვიის ხუთი მოქალაქე დააკავეს. ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება $1.15 მილიარდია. ის ბანანისთვის განკუთვნილ ყუთებში იყო მოთავსებული. ლატვიელი სამართალდამცველების განმარტებით, კონტრაბანდული ტვირთი ეკვადორიდან არის ტრანსპორტირებული და ლატვია ტრანზიტულ ქვეყნად გამოიყენებოდა. იმედინიუსი
ირანში სატვირთო ბოინგი ჩამოვარდა – დაიღუპა 15 ადამიანი, 1 გადარჩა
დღეს ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 1 გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო თვითმფრინავში, რომელიც თეირანის მახლობლად ჩამოვარდა, სულ 16 ადამიანი იმყოფებოდა. ბოინგ 707 ტიპის სატვირთო თვითმფრინავი ყირგიზეთის დედაქალაქიდან ბიშკეკიდან მოფრინავდა. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
ქარბუქი ვაშინგტონში – დაღუპულია 7 ადამიანი
უჩვეულო დიდთოვლობაა ვაშინგტონში. შეერთებული შტატები დედაქალაქს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს. თოვლის საფარის სიმაღლემ უკვე 30 სანტიმეტრს გადააჭარბა. ბოლო დღეების განმავლობაში ვაშინგტონსა და მის შემოგარენში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. რეგიონში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტში ასზე მეტი რეისი გადაიდო. ყინვის გამო, გზებზე შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილება კოლუმბიისა და მერილენდის შტატების ხელისუფლებამაც გაავრცელა. რუსთავი 2
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი პანოს კამენოსი გადადგა
მაკედონიასთან ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გამო, საბერძნეთის მმართველი კოალიცია დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თანამდებობიდან გადადგა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი. მისი განცხადებით, მთავრობის შემადგენლობას მისი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც დატოვებენ. პანოს კამენოსის თქმით, მეზობელი ქვეყნის სახელწოდებაში სიტყვა მაკედონიის დარჩენას მისი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა მომავალ კვირაში მთავრობის ნდობის საკითხზე […]
ისრაელის საგარეო სამინისტროში ხელყუმბარა აფეთქდა
დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ცრემლსადენი აირის ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი საწყობში მოხდა, სადაც ეს ხელყუმბარები ინახებოდა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს და მომხდარის მიზეზებს იძიებს. აირის შენობის სხვა სართულებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცველებმა მოითხოვეს, რომ დაწესებულებაში სასწრაფოდ გამოერთოთ ყველა კონდიციონერი. ნიუპოსტი
პარიზში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია
პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განუცხადა. მისივე თქმით, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 22 ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული. „ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთაგან ორი მეხანძრეა და ორი სამოქალაქო პირი. ათი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია“, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პარიზის ცენტრში ტრევიზის […]










