ლატვიაში პოლიციამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კოკაინი ამოიღო

ლატვიაში პოლიციამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კოკაინი ამოიღოლატვიელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას, ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ოდენობის, ორი ტონა კოკაინი ამოიღეს. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

სპეოპერაციის შედეგად ლატვიის ხუთი მოქალაქე დააკავეს.

ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება $1.15 მილიარდია. ის ბანანისთვის განკუთვნილ ყუთებში იყო მოთავსებული.

ლატვიელი სამართალდამცველების განმარტებით, კონტრაბანდული ტვირთი ეკვადორიდან არის ტრანსპორტირებული და ლატვია ტრანზიტულ ქვეყნად გამოიყენებოდა.

იმედინიუსი