ისრაელის საგარეო სამინისტროში ხელყუმბარა აფეთქდა

ისრაელის საგარეო სამინისტროში ხელყუმბარა აფეთქდადაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ცრემლსადენი აირის ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი საწყობში მოხდა, სადაც ეს ხელყუმბარები ინახებოდა.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს და მომხდარის მიზეზებს იძიებს.

აირის შენობის სხვა სართულებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცველებმა მოითხოვეს, რომ დაწესებულებაში სასწრაფოდ გამოერთოთ ყველა კონდიციონერი.

ნიუპოსტი