მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მაკედონიის პარლამენტის 81-მა დეპუტატმა მისცა ხმა. შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამიერიდან ქვეყნის სახელწოდება „რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია“ იქნება. ქვეყნის კონსტიტუციის ტექსტში ასევე იყო შეტანილი დებულება „მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პატივისცემის თაობაზე“. შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს მაკედონიისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი […]
კატეგორია: მსოფლიო
აფეთქება პარიზის ცენტრში – არიან დაშავებულები – ვიდეო
აფეთქება პარიზის ცენტრში – არიან დაშავებულები, თუმცა, მათი რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის. ინფორმაციას დასავლური მედია პარიზის პრეფექტურაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ტრევიზის ქუჩაზე, ერთ-ერთ კომერციულ ფართში მოხდა. მომხდარი დეტალები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. რუსთავი 2
კანადა 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტ ემიგრანტს მიიღებს – ახალი შანსი წამსვლელებისთვის
კანადა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას გეგმავს. კერძოდ, 2019 წლიდან 2021 წლამდე, 1.080.000 ემიგრანტის დაშვება განიხილება. ამის შესახებ განცხადება კანადის ემიგრაციის მინისტრმა, აჰმედ ჰუსენმა გააკეთა. კანადაში მუდმივი ბინადრობის მსურველებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. 2019 წლის განმავლობაში 330.000 ადამიანს შეუშვებენ ქვეყანაში, 2020 წელს 340.000-ს, ეს რიცხვი 2021 წლისთვის 370.000-მდე გაიზრდება. კანადის ხელისუფლება მიიჩნევს, […]
გაბონში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა
ადგილობრივი მედიის ცნობით, გაბონში სახელმწიფო გადატრიალებაა. როგორც იუწყებიან, სამხედროებმა ნაციონალური რადიოს შენობა დაიკავეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ალი ბონგო გადაყენებულია, ხოლო ქვეყანას ამიერიდან „ეროვნული საბჭო“ მართავს. მათი თქმით, სამხედრო გადატრიალების მიზანი გაბონში დემოკრატიის აღდგენაა. ჟურნალისტების ცნობით, გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში მძიმე ტექნიკა მოძრაობს. მთავრობა ჯერჯერობით მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. გაბონის პრეზიდენტი ალი ბონგო 2009 წლიდან იკავებს ამ თანამდებობას. მანამდე გაბონს მისი […]
ტრამპმა ალ ქაიდას მეთაურ ჯამალ ალ-ბადავის სიკვდილი დაადასტურა
“ალ-ქაიდას” ერთ-ერთი მეთაური ჯამალ ალ-ბადავი, რომელიც იემენში 2000 წელს აშშ-ის სარაკეტო გამანადგურებელზე განხორციელებული ტერორისტული აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის საჰაერო ავიაიერიშების დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაადასუტრა, წერს BBC. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა დაღუპული გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ სამართლიანობა აღასრულეს. აშშ-ის თავდაცვის უწყებების განცხადებით, წინასწარ დაგეგმილი იერიში გასულ სამშაბათს დრონის დახმარებით, იემენის დედაქალაქში განხორციელდა. იერიშის […]
მსოფლიო პატრიარქმა კიევის მიტროპოლიტს ტომოსი ოფიციალურად გადასცა
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელი დოკუმენტი – ტომოსი ოფიციალურად გადასცა. ცერემონია სტამბოლის ეკლესიაში, საზეიმო ღვთისმსახურების დასრულებისთანავე გაიმართა. ღვთისმსახურებას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ახალი ეკლესიის წინამძღვართან, კიევის მიტროპოლიტ ეპიფანესთან ერთად ატარებს. მსახურებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უმაღლესი რადის სპიკერი და უკრაინის დელეგაციის სხვა წევრები ესწრებიან. უკრაინის […]
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას ხელი მოაწერა
სტამბოლში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ცერემონია შესრულდა. ცოტა ხნის წინ მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ დადგენილებას ხელი ოფიციალურად მოაწერა. მანამდე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა, რის შემდეგაც პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ხელმძღვანელ, მიტროპოლიტ ეპიფანესა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრა გამართა. ხელმოწერის ცერემონიას უკრაინის დელეგაციიდან რადას სპიკერი, ანდრეი პარუბი და ყოფილი პრეზიდენტი, […]
ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის მონაცემები გამოაქვეყნეს
ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნეს. „ტვიტერში“ გამოქვეყნებულია გერმანელი პოლიტიკოსების მობილური ტელეფონის ნომრები, მისამართები, ასევე შიდაპარტიული დოკუმენტაცია. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსის პასპორტის ასლი, მათი ოჯახის წევრების საკრედიტო ბარათების მონაცემები და მიმოწერა. ამ ჰაკერული შეტევის სამიზნე გერმანიის პარლამენტის ყველა პარტია გახდა, გარდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისა“. ”გერმანიის ფედერალური კანცლერის უწყებიდან მონაცემების გაჟონვა არ […]
კიევში პოროშენკოს დაცვის წევრი მოკლეს
კიევის ცენტრში ქუჩის კამერებმა უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლის მკვლელობა დააფიქსირეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ჩანაწერში ჩანს, როგორ ურტყამენ მას თავში. ის დაეცა და ვეღარ შეძლო ადგომა. 26 წლის ვასილი ხმელიუკი მუშაობდა უწყებაში, რომელიც ქვეყნის პირველი პირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკრაინელი მოკრივე პეტრ ოჩერეტიანია. ის თავად ჩაბარდა პოლიციას. მას […]
ესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის 2 დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინა
ესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის დასაწყისში, ორი დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადალახვას ცდილობდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ესპანეთის უსაფრთხოებისა და ზღვაზე გადარჩენის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. უწყების წარმომადგენლის თქმით, სამშაბათს გიბრალტარის სრუტეში და ალბორანის ზღვაში 111 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო ოთხშაბათს – 290 ადამიანი. 2015 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ […]










