მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელი დოკუმენტი – ტომოსი ოფიციალურად გადასცა. ცერემონია სტამბოლის ეკლესიაში, საზეიმო ღვთისმსახურების დასრულებისთანავე გაიმართა. ღვთისმსახურებას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ახალი ეკლესიის წინამძღვართან, კიევის მიტროპოლიტ ეპიფანესთან ერთად ატარებს. მსახურებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უმაღლესი რადის სპიკერი და უკრაინის დელეგაციის სხვა წევრები ესწრებიან. უკრაინის […]
კატეგორია: მსოფლიო
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას ხელი მოაწერა
სტამბოლში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ცერემონია შესრულდა. ცოტა ხნის წინ მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ დადგენილებას ხელი ოფიციალურად მოაწერა. მანამდე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა, რის შემდეგაც პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ხელმძღვანელ, მიტროპოლიტ ეპიფანესა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრა გამართა. ხელმოწერის ცერემონიას უკრაინის დელეგაციიდან რადას სპიკერი, ანდრეი პარუბი და ყოფილი პრეზიდენტი, […]
ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის მონაცემები გამოაქვეყნეს
ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნეს. „ტვიტერში“ გამოქვეყნებულია გერმანელი პოლიტიკოსების მობილური ტელეფონის ნომრები, მისამართები, ასევე შიდაპარტიული დოკუმენტაცია. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსის პასპორტის ასლი, მათი ოჯახის წევრების საკრედიტო ბარათების მონაცემები და მიმოწერა. ამ ჰაკერული შეტევის სამიზნე გერმანიის პარლამენტის ყველა პარტია გახდა, გარდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისა“. ”გერმანიის ფედერალური კანცლერის უწყებიდან მონაცემების გაჟონვა არ […]
კიევში პოროშენკოს დაცვის წევრი მოკლეს
კიევის ცენტრში ქუჩის კამერებმა უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლის მკვლელობა დააფიქსირეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ჩანაწერში ჩანს, როგორ ურტყამენ მას თავში. ის დაეცა და ვეღარ შეძლო ადგომა. 26 წლის ვასილი ხმელიუკი მუშაობდა უწყებაში, რომელიც ქვეყნის პირველი პირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკრაინელი მოკრივე პეტრ ოჩერეტიანია. ის თავად ჩაბარდა პოლიციას. მას […]
ესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის 2 დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინა
ესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის დასაწყისში, ორი დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადალახვას ცდილობდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ესპანეთის უსაფრთხოებისა და ზღვაზე გადარჩენის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. უწყების წარმომადგენლის თქმით, სამშაბათს გიბრალტარის სრუტეში და ალბორანის ზღვაში 111 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო ოთხშაბათს – 290 ადამიანი. 2015 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ […]
დანიაში სარკინიგზო ავარიას 6 ადამიანი შეეწირა
ფხენიანის მიერ 2017 წლის სექტემბერში ჩატარებული ბირთვული ტესტი მიწისძვრას 2019-შიც იწვევს
2017 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეის მეექვსე ბირთვული ტესტი იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისძვრას დღემდე იწვევს. სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, პატარა მიწისძვრა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ჩრდილოეთით დაფიქსირდა, სწორედ 2017 წლის ბირთვული ტესტის შედეგია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ მიწის ქვეშ განთავსებული ბირთვული მოწყობილობა გატესტა და ის მანამდე ჩატარებულ ტესტებს შორის ყველაზე ძლიერი – 160 […]
მაგნიტოგორსკში ტერორისტების დაკავებისას სამარშრუტო ტაქსი აფეთქდა – 3 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. სავარაუდოდ ტერორისტების დაკავებისას სამარშრუტო ტაქსი აფეთქდა. Znak.com-ის ცნობით, ეს 2 შემთხვევა ერთმანეთს უკავშირდება. გავრცელებული ცნობით, მოკლულია 3 პირი, ერთმა კი გაქცევა მოახერხა. მას ამ დრომდე ეძებენ. საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც 120 ადამიანი ცხოვრობდა, აფეთქება 31 დეკემბრის დილას მოხდა. ბოლო ინფორმაციით, […]
მოსკოვში საახალწლო ღამეს საციგურაო მოედანზე ხიდი ჩაინგრა – ვიდეო
ტრაგედია რუსეთში – მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქებას 7 ადამიანი შეეწირა
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც დღეს გამთენიას ტრაგედია დატრიალდა, ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. რუსეთის ლიდერი აფეთქების ადგილას საგანგებო სამსახურის ოპერატიულ შტაბს ესტუმრა. პუტინი დაზარალებულებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის დაკარგულად 40-მდე ადამიანი მიიჩნევა: მათთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გამთენიისას მოხდა. […]










