ესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის 2 დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინა

ესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის 2 დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინაესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის დასაწყისში, ორი დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადალახვას ცდილობდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ესპანეთის უსაფრთხოებისა და ზღვაზე გადარჩენის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

უწყების წარმომადგენლის თქმით, სამშაბათს გიბრალტარის სრუტეში და ალბორანის ზღვაში 111 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო ოთხშაბათს – 290 ადამიანი.

2015 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რიგ ქვეყნებში კონფლიქტური სიტუაციების გააქტიურების გამო, ამ რეგიონიდან ევროპაში მიმავალ დევნილთა რიცხვი გაიზარდა. ხმელთაშუა ზღვის მარშრუტი ევროკავშირში მიგრანტების გადაყვანის ძირითადი გზაა.

ინტერპრესნიუსი