ნეპალში, Tara Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც 22 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს ადგილობრივი დროით 9:55 საათზე გაუჩინარდა. აღნიშნული CNN-ს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა დაუდასტურა. პრესსპიკერის თქმით, ბორტზე 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ქალაქ პოხარადან ნეპალის პოპულარულ ტურისტულ ქალაქ ჯომსომში მიფრინავდა. Tara Air-ის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ნეპალის არმია ჩართულია დაკარგული თვითმფრინავის ძებნაში.
კატეგორია: მსოფლიო
ბრაზილიაში წყალდიდობას 35 ადამიანი შეეწირა
უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა
რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კრება არ დაეთანხმა უკრაინაში საომარი მოქმედებების შესახებ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქის კირილეს პოზიციას და მიიღო ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში, რაც ნიშნავს მის სრულ დამოუკიდებლობას მოსკოვის საპატრიარქოსგან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე” უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ, ომთან დაკავშირებით მოსკოვის პატრიარქ კირილეს პოზიციას არ […]
მარიუპოლში, სკოლის ტერიტორიაზე ჭურვის აფეთქებისას 12 წლის ბიჭუნა დაიღუპა
მარიუპოლში 12 წლის ბიჭი სკოლის ტერიტორიაზე ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ტელეგრამში მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. “რუსული ჭურვები აგრძელებენ მარიუპოლის ბავშვების ხოცვას აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგაც. ფრთხილად იყავით… ყოველდღე უთხარით ბავშვებს, რომ არ შეეხონ საეჭვო ობიექტებს. განსაკუთრებით მათ, რომლებიც ჰგავს ჭურვებს, რაკეტებს და სხვა იარაღს”, – თქვა მან.
ფილიპინების პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტის შვილი გახდა
ფერდინანდ მარკოს უმცროსი ფილიპინების ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების თანახმად, მან 31,6 მილიონზე მეტი ხმა, ანუ მთლიანი ხმების 58,8 პროცენტი მიიღო. მისი მთავარი კონკურენტი ლენი რობრედო 15 მილიონზე მეტი ხმით მეორე ადგილზე გავიდა. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად მოხდა შედეგების რატიფიცირება, რის შემდეგაც მარკოსი ფილიპინების მე-17 პრეზიდენტად გამოაცხადეს. მისი ინაუგურაცია […]
მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი დოდონი დააკავეს
მოლდოვის ყოფილი პრო-რუსი პრეზიდენტი და ამჟამად პრო-კრემლისტური ოპოზიციური პარტიის ლიდერი იგორ დოდონი, კორუფციის ბრალდებით, დააკავეს. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს. როგორც მედია წერს, აღნინშული, სავარაუდოდ, ოფიციალური მოსკოვის აღშფოთებას გამოიწვევს. დოდონი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მოლდოვის პრო-დასავლელ პრეზიდენტს მაია სანდუს ქვეყნაში არსებული ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღება გადატანის მცდელობაში ადანაშაულებს. „ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე შეთითხნილია”, – დაწერა დოდონმა სოციალურ ქსელში. […]
ტეხასის სკოლაში დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა
აშშ-ის ტეხასის შტატის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილია 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირიც. იპნ
მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა
მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ომის დაწყების დღიდან ქალაქში მინიმუმ 22 000 ადამიანი დაიღუპა. „რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს. მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია,“ – აღნიშნა პეტრო ანდრიუშჩენკომ CNN-თან საუბარში. მისი თქმით, მოსახლეობას არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, რადგან ქალაქში ნებისმიერი გადაადგილებისთვის საჭიროა სპეციალური საშვი, […]
ბაიდენი – “უკრაინაში ქუჩებში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ”
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ე.წ. „ქუადის“ სამიტზე განაცხადა, რომელშიც ის ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად მონაწილეობს. „ქუჩებში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ და მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული და გასახლებულია. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი,“- აღნიშნა ბაიდენმა. მისი […]
ჟიტომირის რაიონში ოკუპანტებმა საკრუიზო რაკეტები გამოიყენეს
ჟიტომირის რაიონის ქალაქ მალინის ინფრასტრუქტურულ ობიექტზე რუსული საკრუიზო რაკეტების დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. გავრცელებული ცნობით, ჟიტომირის რაიონში განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 150-ზე მეტი სახლი დაზიანდა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრივოი როგის რაიონში სამი დასახლება დაბომბეს. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ დაზარალებულა. უკრაინის […]










