უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადარუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კრება არ დაეთანხმა უკრაინაში საომარი მოქმედებების შესახებ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქის კირილეს პოზიციას და მიიღო ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში, რაც ნიშნავს მის სრულ დამოუკიდებლობას მოსკოვის საპატრიარქოსგან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე” უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ, ომთან დაკავშირებით მოსკოვის პატრიარქ კირილეს პოზიციას არ ვეთანხმებით.

საბჭო გმობს ომს, როგორც ღვთის მცნების დარღვევას – „არა კაც კლა!” და თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ვინც ომში დაზარალდა.

კრება უკრაინის ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, გააგრძელონ მოლაპარაკებების პროცესი და მტკიცე, გონივრული სიტყვის ძიება, რომელიც შეძლებს შეაჩეროს სისხლის ღვრა”, – ნათქვამია საბჭოს სხდომის შემდეგ, ეკლესიის განცხადებაში.