მარიუპოლში, სკოლის ტერიტორიაზე ჭურვის აფეთქებისას 12 წლის ბიჭუნა დაიღუპა

მარიუპოლში, სკოლის ტერიტორიაზე ჭურვის აფეთქებისას 12 წლის ბიჭუნა დაიღუპამარიუპოლში 12 წლის ბიჭი სკოლის ტერიტორიაზე ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ტელეგრამში მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

“რუსული ჭურვები აგრძელებენ მარიუპოლის ბავშვების ხოცვას აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგაც. ფრთხილად იყავით… ყოველდღე უთხარით ბავშვებს, რომ არ შეეხონ საეჭვო ობიექტებს. განსაკუთრებით მათ, რომლებიც ჰგავს ჭურვებს, რაკეტებს და სხვა იარაღს”, – თქვა მან.