საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელემიმართვაში განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დამსაქმებლები არ დაიბეგრებიან იმ პრემიების […]
კატეგორია: მსოფლიო
ფაშინიანის ბლოკმა საპარლამენტო არჩევნებზე 70% მიიღო – “მიყვარხართ ყველანი და ვამაყობ თქვენით”
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ „ამაყობს ძლიერი სომეხი ხალხით“. „ძლიერი, ძლიერი, ძლიერი ხალხი. მიყვარხართ ყველანი, ვამაყობ თქვენით და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ გამართულ არჩევნებზე 49% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველად […]
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის ბლოკი 61.64%-ით ლიდერობს
42 უბნის მონაცემებით, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ 61.64 პროცენტით ლიდერობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყოფილი მმართველი, რესპუბლიკური პარტია 4.23 პროცენტით მეხუთე პოზიციაზეა. საერთო ჯამში, სომხეთის მასშტაბით 2010 უბნის მონაცემები გამოქვეყნდება. სომხური მედიის ინფორმაციით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 48.63 პროცენტი იყო. სომხეთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ არჩევნებზე მოსახლეობის 50 პროცენტზე […]
პარიზში 500 დემონსტრანტი დააკავეს
პარიზში ქუჩებში არეულობა და შეტაკებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ დემონსტრანტებმა, რომლებიც რამდენიმე კვირაა, ანტისამთავრობო აქციებს მართავენ, ელისეს სასახლის მიმართულებით მსვლელობის დაწყება სცადეს, თუმცა მათ გზა პოლიციელებმა გადაუკეტეს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქუჩა. მხოლოდ დედაქალაქში 8 ათასზე მეტი ძალოვანია მობილიზებული, პარიზის ცენტრში დგას ჯავშანმანქანებიც. სამართალდამცველები მომიტინგეების შეჩერებას ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენებით ცდილობენ. […]
ტრაგედია იტალიაში – ღამის კლუბში 6 ადამიანი დაიღუპა, 120 დაშავდა
იტალიაში, ანკონას პროვინციაში ღამის კლუბში მომხდარი არეულობის და ჭყლეტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ კორინალდოში მდებარე ღამის კლუბში მოხდა, სადაც რეპერი სფერა ებასტა გამოდიოდა. შემთხვევის დროს ღამის კლუბში დაახლოებით ათასი ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ღამის კლუბში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც წიწაკის სპრეი იქნა გამოყენებული. […]
ჯამალ ხაშოგი – წამებით მოკლული ჟურნალისტი, რომელმაც მსოფლიო პროცესები შეცვალა
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის ტრაგედია უკვე ორ თვეზე მეტია, მსოფლიოს მთავარი ნიუსების თემაა. სამწუხაროდ, ამის მიზეზი არა მისი პროფესიული კარიერა, არამედ მისი მკვლელობა გახდა _ ის თურქეთის ტერიტორიაზე, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ამ შემზარავ მკვლელობას დასავლურ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის შესაძლოა ახლო მომავალში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების მიზეზიც გახდეს. გავლენიანი ოჯახის შვილი ჯამალ ხაშოგი 1958 […]
კადიროვის ბიძაშვილმა გროზნოში სასიკვდილო ავარია მოახდინა – დაღუპულია დედა-შვილი
ჩეჩნეთის მოსახლეობა რამზან კადიროვისგან გროზნოში მომხდარ ავარიაზე რეაგირებას ითხოვს, რომელშიც მისი ბიძაშვილი, შალინსკის რაიონის ხელმძღვანელი ტურპალ-ალი იბრაგიმოვი მონაწილეობდა. ავარია 4 დეკემბერს ღამით, გროზნოს შესასვლდელში მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომლის საჭესთანაც იბრაგიმოვიჩი იჯდა, დიდი სისწრაფით მოძრაობდა, რა დროსაც ჟიგულის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად „ჟიგულის“ ორი მგზავრი დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა. მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, […]
სომხეთში 30 წლის წინ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწიძვრა მოხდა
1988 წლის 7 დეკემბერს 11:41 საათზე სომხეთში სპიტაკის 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს მიწიძვრა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იყო. დაიღუპა 25 ათასი ადამიანი და ნახევარმა მილიონმა სახლი დაკარგა. რამდენიმე ქალაქი და სოფელი ნაწილობრივ ამ მთლიანად გაქრა. სომხეთის მოსახლეობის დასახმარებლად მთელი მსოფლიო მზად იყო. მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლება ქალაქების აშენებას მოკლევადიან პერიოდში შეჰპირდა. ზუსტად 30 წლის […]
ჯორჯ ბუში უფროსი ტეხასის შტატში დაკრძალეს
ტეხასში შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა. ჯორჯ ბუშ უფროსი მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ეზოში, მისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. დახურული ცერემონიალი, რომელსაც მხოლოდ მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის თანხლებით გაიმართა. ჰიუსტონიდან ჯორჯ ბუში უფროსის ცხედარი ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე მატარებლით მიასვენეს. 41-ე პრეზიდენტი უკანასკნელ გზაზე, ლიანდაგის გასწვრივ შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააცილა. ჯორჯ ბუშ უფროსი გასულ კვირას, 94 წლის ასაკში […]
ახალ კალედონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – მოსალოდნელია ცუნამი
ძლიერი მიწისძვრა და ცუნამის განგაში – ახალი კალედონიის ზღვისპირა რეგიონებში მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. 7.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები ახალი კალედონიის სანაპიროსთან ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე დაფიქსირდა. განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე 5.9 მაგნიტუდას შეადგენდა. სპეციალისტების დაკვირვებით, წყნარი ოკეანის ამ რეგიონში უკვე შენიშნეს ტალღები, რომელთა სიმაღლეც 3 მეტრს აჭარბებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. რუსთავი 2









