კატეგორია: მსოფლიო

პარიზი კვამლშია გახვეული – რა ხდება საფრანგეთში – ფოტოები

ეიფელი კვამლშია გახვეულია. პარიზში, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გამოწვეული აქციები, სულ უფრო და უფრო დიდ ძალას იკრებს, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. პროტესტანტები რადიკალურ ზომებს მიმართავენ, ისინი მანქანებს, ურნებს და ბოთლებს წვავენ. მომიტინგეთა ნაწილი ფრანგული ტელეკომპანიებისა და სხვა მედიასაშუალებების ოფისებთანაც შეიკრიბა. მათ მედიას აქციების გაშუქება მოსთხოვეს. mediamall.ge

პუტინმა ზურაბიშვილს და პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ ქვეყნების ლიდერების სია, რომელსაც პრეზიდენტმა ახალი წელი და შობა მიულოცა.სიაში მოხსენიებული არ არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. სულ პუტინის მილოცვა 50-მა ადრესატმა მიიღო, მათ შორის არიან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები და ბაშარ ასადი.

ლუკაშენკომ პუტინს საახალწლოდ სალა და 4 ტომარა კარტოფილი აჩუქა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საახალწლოდ სალა და ოთხი ტომარა კარტოფილი გაუგზავნა საჩუქრად. ბელარუსის მეთაურის პრესმდივანი ნატალია ეისმონტის ცნობით, პუტინმა თავად მოისურვა, რომ ლუკაშენკოს მისთვის საკუთარ ეზოში მოყვანილი კარტოფილი ეჩუქებინა. ტომრებში რამდენიმე ელიტური ჯიშის კარტოფილია, რომელთაგან თითოეული კონკრეტული კერძისთვის არის განკუთვნილი. დსთ-ის ქვეყნების სხვა ლიდერებს ნაკლებად გაუმართლათ – მათ ლუკაშენკომ მხოლოდ ნაძვის […]

გიზას პირამიდასთან ტურისტების ავტობუსი ააფეთქეს – დაღუპულია 2 და დაჭრილია 10-ზე მეტი ადამიანი

მსხვერპლით დასრულდა აფეთქება ეგვიპტეში, დედაქალაქ კაიროსთან, გიზას პირამიდებთან ახლოს. BBC-ის ცნობით, აფეთქების სამიზნე ტურისტების ავტობუსი იყო. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალ 2 ვიეტნამელი ტურისტი, ხოლო ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბომბი, რომელიც კედელზე იყო დამონტაჟებული, მაშინ ამოქმედდა, როცა ავტობუსი ტერიტორიას მიუახლოვდა. დაშავებულთა შორის ორი ადგილობრივია, რომლებიც სავარაუდოდ ავტობუსის მძღოლები იყვნენ. ნიუპოსტი

სიცილიაში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

სიცილიაში მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაზიანდა. ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ კატანიიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, გზატკეცილზე А18 კატანია-მესინა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობა აკრძალულია. შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტებმა ეტნას ვულკანის ახალი გაძლიერება დააფიქსირეს. სეისმოლოგებმა დაახლოებით 150 მიწისქვეშა ბიძგი […]

მაროკოში ტურისტ გოგონებს თავი მოკვეთეს

მაროკოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 9 პირი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ ე.წ ისლამურის სახელმწიფოს წევრები არიან და ეჭვმიტანილები არიან ნორვეგიელი და დანიელი ტურისტი გოგონების მკვლელობაში. როგორც Morocco World News იტყობინება, ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილები სხვადასხვა ქალაქებში დააკავეს. მაროკოს ხელისუფლების განცხადებით, მათგან რამდენიმე აცხადებს, რომ ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების მიმდევარია. დანიელი და ნორვეგიელი ალპინისტი გოგონების ცხედრები მაროკოში, ტუბკალის მთებში, […]

ინდონეზიაში ცუნამიმ კონცერტი წალეკა – ვიდეო

ინდონეზიაში, ზონდის სრუტის სანაპიროს დამანგრეველი ცუნამი დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 168 ადამიანი. კიდევ 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დანგრეულია ასეულობით სახლი. დაშავებულია 745 ინდონეზიელი. ცუნამის მიზეზად ვულკან ანაკ-კრაკატაუს ამფრქვევის შედეგად წარმოქმნილ;ი წყალქვეშა მეწყერი სახელდება. სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ წალეკა გიგანტურმა ტალღამ კონცერტის დროს შემსრულებლები და მაყურებელი. ნიუპოსტი

მაიკლ კოენი – ,,ტრამპისადმი ერთგულებამ მაიძულა, მევლო სიბნელის გზით”

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის დეკემბერი ცუდად დაიწყო, მის საწინააღმდეგოდ სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომლებმაც შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერა იმპიჩმენტით დაასრულოს. ტრამპის საყვარლების მოსყიდვა 5 დეკემბერს ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატ მაიკლ კოენს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კოენმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „პრეზიდენტის ბინძური საქმეების დამალვას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა“. მაიკლ კოენმა ემოციურად მოიხადა ბოდიში სასამართლოს წინაშე იმისთვის, […]

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე დუმენკო აირჩიეს

ცოტა ხნის წინ კიევში დასრულდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელი კრება. კრებაზე გამოცხადდა უკრაინული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტი საეკლესიო კრებიდან გამოვიდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბისა და მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელ ემანუილთან ერთად. ახალი ეკლესიის ხელმძღვანელად – კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად – აირჩიეს 39 წლის […]

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. France Info წერს, რომ შერიფ შექათი ქალაქ მეინაუს ერთ-ერთ სასაწყობე მეურნეობას აფარებდა თავს, სადაც მას პოლიციამ ესროლა და მოკლა. ეჭვმიტანილს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირები ჰქონდა და რადიკალი ისლამისტი საპყრობილეში ყოფნისას გახდა. 29 წლის ეჭვმიტანილი ექსტრემისტების სიაში იყო. მანამდე როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, თავდამსხმელს 720 პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების […]