რასმუსენი – “შევცდით, საქართველოს და უკრაინას მაპი რომ არ მივეცით”

რასმუსენი - "შევცდით, საქართველოს და უკრაინას მაპი რომ არ მივეცით"მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა მიგვეცა მაპ-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი “ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომელიც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, პუტინმა ჩათვალა, რომ შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს.

„2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინაც გახდებოდნენ ნატო-ს წევრები. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის იქვე უნდა მიგვეცა მაპ-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. მან ჩათვალა, რომ ახლა მისი დრო იყო, შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და შედეგიც ვნახეთ – იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა მივყოლოდით იმ გზას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს სამიტზე მაპ-ის მიღებასთან მიიყვანდა. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, მაგრამ ეს იქნებოდა მძლავრი სიგნალი“, – განაცხადა რასმუსენმა.

ინტერპრესნიუსი