ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდაინდონეზიაში თვითმფრინავი, რომელიც დედაქალაქ ჯაკარტადან ბანკა-ბელიტუნგის კუნძულებისკენ, ქალაქ პანკალპინანგისკენ მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ჯაჯარტას სანაპიროსთან, ზღვაში ჩამოვარდა. უცნობია, არიან თუ არა გადარჩენილები. ამის შესახებ BBC წერს.

სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 კომპანია Lion Air-ს ეკუთვნოდა.

თვითმფრინავში 178 ზრდასრული მგზავრი, ერთი ჩვილი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.

ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სუპოტო პურვო ნუგროჰომ Twitter-ის საკუთარ გვერდზე თვითმფრინავში მყოფთა პირადი ნივთების ამსახველი  ფოტოები გამოაქვეყნა.

იმედინიუსი