გერმანიის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე ქალაქს ტორნადო დაატყდა თავს, რის შედეგადაც 43 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. ქალაქ პადერბორნის სამართალდამცავების თქმით, ტორნადომ შენობები დააზიანა, სახურავები ჩამოყარა და ნამსხვრევები კილომეტრების მანძილზეა მიმოფანტული. მათი თქმით, ათ ადამიანს მძიმე დაზიანებები აქვს, ერთი ქალის სიცოცხლეს კი საფრთხე ემუქრება. ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ ვიტგერტში, პადერბორნის სამხრეთ-დასავლეთით […]
კატეგორია: მსოფლიო
არესტოვიჩი – “ომი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა”
ომი უკრაინაში გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი განმარტებით, ახლა ყველაზე რთული ვითარება ბახმუტის მიმართულებაზეა, სადაც რუსეთის ჯარი უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად აგზავნის დამატებით ძალებს. არესტოვიჩის განმარტებით, რუსეთი შეტევის განხორციელებას პაპასნაიას დასავლეთით და ჩრდილოეთით ცდილობს. პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ვითარებას „არასასიამოვნო“ უწოდა, უკრაინელი სამხედროების გამოფიტვის ხარისხის გათვალისწინებით.
რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა
ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasgrid Finland-მა განაცხადა, რომ დღეს, ქვეყანაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. „გაზის მიწოდება Imatra-ს მიმღები პუნქტიდან 2022 წლის 21 მაისს შეწყდა. Gasgrid Finland-მა გაზის იმპორტი Balticconnector-ის მიმღებ პუნქტზე მიმართა და გაზის სისტემა ამჟამად დაბალანსებულია“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, ფინურმა კომპანია Gasum-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ეთანხმება Gazprom Export-ის მოთხოვნას, […]
„აზოვსტალიდან” გამოყვანილი მებრძოლების ნაწილი ოლენივკაში, საპატიმროში მიიყვანეს
სულ მცირე 7 ავტობუსი, სადაც მარიუპოლის „აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუირებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ოლენივკაში, ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 50-მდე მძიმედ დაშავებული სამხედრო გუშინ ღამით რუსეთის მიერ კონტროლირებად საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 200-ზე მეტი ჯარისკაცი ოლენივკაში, დონეცკის მახლობლად. მარიუპოლი მარტის დასაწყისიდან ალყაშია მოქცეული, მას ძირითადად კრემლი აკონტროლებს. აზოვსტალის ფოლადის ქარხანა […]
ბარსელონასთან 2 მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს
ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამგზავრო მატარებლის მძღოლი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 85 ადამიანი, აქედან საჭირო გახდა 8-ის ჰოსპიტალიზაცია, დანარჩენს კი დახმარება ადგილზე გაუწიეს. ინციდენტი სანტ ბოი დე ლობრეგატის სადგურზე, ბარსელონადან დაახლოებით 14 კმ-ში მოხდა, სადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და სამგზავრო […]
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში 83 წლის ქალი გააუპატიურეს
შვედეთმა ნატოში შესვლა გადაწყვიტა
შვედეთმა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. „ნატოს ინფორმირებას მოვახდენთ, რომ ალიანსის წევრობა გვსურს. შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ფორმალური გარანტიები, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას ახლავს თან“,- განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა. პარლამენტარებისთვის მიმართვაში, ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში ისტორიული ცვლილება უწოდა. ანდერსონმა დასძინა, რომ შვედეთი მოქმედებდა ფინეთთან ერთად, რომლის მთავრობამ კვირას გამოაცხადა, რომ შეეცდებოდა […]
18 წლის მამაკაცმა ბუფალოს მარკეტში 10 კაცი მოკლა
აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. როგორც მედია წერს, დანაშაული „რასობრივად მოტივირებული“ იყო. „ჩემი გულწრფელი იმედია, რომ ეს თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ინდივიდი, რომელმაც უდანაშაულო საზოგადოებაში ახლახან სიძულვილის დანაშაული ჩაიდინა, დარჩენილ დღეებს გისოსებს მიღმა გაატარებს“, – განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა. ეჭვმიტანილი 18 […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა
კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე შეეწირა რუსეთ-უკრაინის ომს. წარმოშობით სენაკიდან, 38 წლის რატი შურღაია, იზიუმთან შეტაკებისას დაიღუპა. „დედა პოლონეთშია და ხვალ იტალიაში უნდა წავიდეს და შემდეგ თბილისში ჩაფრინდება. რატიც მუშაობდა პოლონეთში. ომი რომ დაიწყო გადავიდა უკრაინაში და იქ იბრძოდა”,- გვითხრა ოჯახის ახლობელმა. რატი შურღაიას უკრაინელი მეუღლე ჰყავდა. შურღაიას მამა და და თბილისში ცხოვრობენ. „არ უნახავს ახალდაბადებული […]
„მხოლოდ სენდვიჩი მინდა, ძეხვის დიდი ნაჭრით….“ – აზოვსტალის მებრძოლი
„ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ წამებულები, ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის და ველოდებით დახმარებას“, – ამის შესახებ აზოვის პოლკის მებრძოლმა, დავით ხიმიკამ განაცხადა. მისი თქმით, ყველა მათგანი ოჯახის წევრებთან ჩახუტებაზე ოცნებობს, რათა კვლავ შეიგრძნონ შვილებისა და მეუღლის სუნი, ხოლო მათ ვისაც ოჯახი ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ, დაოჯახებაზე ოცნებობენ „მთელ განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ, ვიხსენებდი ბავშვობას, ადგილს, სადაც ვიყავი, სხვადასხვა […]