ანჯეი დუდა – “დროა დაიდოს უკრაინასთან კეთილმეზობლობის შეთანხმება”

ანჯეი დუდა - "დროა დაიდოს უკრაინასთან კეთილმეზობლობის შეთანხმება"ვარშავასა და კიევს შორის მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, მოვიდა დრო, ხელი მოეწეროს ახალ შეთანხმებას კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ უკრაინასა და პოლონეთს შორის. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროა დავდოთ ახალი შეთანხმება კეთილმეზობლობის შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის, რაც ჩვენ ურთიერთობებში ავაშენეთ თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში“,- აღნიშნა მან.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ საავტომობილო, სარკინიგზო ქსელები და ინფრასტრუქტურული კავშირები უკრაინასა და პოლონეთს შორის არასაკმარისია.

მისი მტკიცებით, საჭიროა ამის ანაზღაურება, პოლონეთი-უკრაინის საზღვარი კი უნდა გაერთიანდეს და არა დაიყოს.

იპნ