რუსეთმა გარდაცვლილ ჯონ მაკკეინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა გარდაცვლილ ჯონ მაკკეინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალარუსეთმა შავ სიაში ამერიკელი პოლიტიკოსების გვერდით სენატორი ჯონ მაკკეინიც შეიყვანა, რომელიც 2018 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. ამიერიდან, გარდაცვლილ მაკკეინს რუსეთში შესვლა ეკრძალება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სიაში რამდენიმე პირის გასწვრივ პირდაპირ არის მითითებული ცნობა მათი გარდაცვალების შესახებ. რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა 963 პირს, მათ შრის სახელმწიფო მდივანს, თავდაცვის მდივანს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს.