ორშაბათს საღამოს სირიაში ხმეიმის ავიაბაზის დისპეტჩერებმა რუსული თვითმფრინავის Ил-20 ეკიპაჟთან კავშირი დაკარგეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. თვითმფრინავის ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია. ლატაკის აკვატორიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თვითმფრინავის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. სირიული მხარე აცხადებს, რომ თვითმფრინავი ისრაელის ავიაციამ ჩამოაგდო. CNN -ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული თვითმფრინავი […]
კატეგორია: მსოფლიო
აშშ-ში ქარიშხალი “ფლორენსი” მძვინვარებს
აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს ქარიშხალი „ფლორენსი“ დაატყდა თავს. დაიტბორა სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების ოკეანისპირა ქალაქების ნაწილი. ქარიშხალის სიძლიერე მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით 1 კატეგორიამდე შესუსტდა, რამაც ძლიერი წვიმები გამოიწვია. მოსალოდნელია წყალდიდობები. 10 მილიონი მოსახლე ამ სეზონში ყველაზე ძლიერი ქარიშხალის მოქმედების ზონაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა და მოსახლეობას მოუოდებს ხალხს დაუყონებლივ დატოვონ სტიქიის ზონა. საგანგებო მდგომრეობაა გამოცხადებული ჩრდილოეთ […]
კალიფორნიაში მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
კალიფორნიის ქალაქ ბეიკერსფილდში მამაკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით ტელეარხი ABC30 იუწყება. მისი ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან ერთად ავტოსატრანსპორტო კომპანიაში მივიდა, სადაც მათ კიდევ ერთ მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდათ. ეჭვმიტანილმა ჯერ მამაკაცი, შემდეგ კი საკუთარი მეუღლე მოკლა. ამის შემდეგ კომპანიაში კიდევ ერთი მამაკაცი შევიდა, რომელიც მსროლელმა ასევე მოკლა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი […]
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ტრამპი ობამამ დააძინა – “მისი გამოსვლა ძალიან კარგი იყო იმისთვის, რომ ჩაგძინებოდა“
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლის ყურებისას, რომელშიც ის მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებდა, ჩაეძინა. „ბოდიშს ვიხდი. ობამას გამოსვლის ყურება დავიწყე, მაგრამ ჩამეძინა. მისი გამოსვლა ძალიან კარგი იყო იმისთვის, რომ ჩაგძინებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, „2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატებს“ რომ გაემარჯვათ, 4,2%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად აშშ-ს ეკონომიკა 4,2%-ით […]
ფიჯის კუნძულებთან 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7 ადამიანამდე გაიზარდა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდ ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება. ტელეარხის ინფორმაციით, დაშავებულია 200 ადამიანი, ხოლო 30 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. გუშინ იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ საპოროდან 60 კილმეტრის დაშორებით იყო. ზოგიერთ რაიონებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციის ბრძანება გასცა. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა და ხელისუფლება […]
იაპონიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მიწისძვრა იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მოხდა. ადგილობრივი სეისმოლოგების ცნობით მიწისძრვა 7 მაგნუტუდის სიმძლავრის იყო. ამ ეტაპისთვის დაშავებულისა და ზარალის შესახებ ცნობა არ ვრცელდება. იმავდროულად, იაპონიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტაიფუნს „ჯების“ ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ათამდე ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ორი ძირითადი ქალაქი კიოტო და ოსაკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. სტიქიის გამო, ქვეყანაში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა. […]










