აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლის ყურებისას, რომელშიც ის მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებდა, ჩაეძინა. „ბოდიშს ვიხდი. ობამას გამოსვლის ყურება დავიწყე, მაგრამ ჩამეძინა. მისი გამოსვლა ძალიან კარგი იყო იმისთვის, რომ ჩაგძინებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, „2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატებს“ რომ გაემარჯვათ, 4,2%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად აშშ-ს ეკონომიკა 4,2%-ით […]
კატეგორია: მსოფლიო
ფიჯის კუნძულებთან 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7 ადამიანამდე გაიზარდა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდ ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება. ტელეარხის ინფორმაციით, დაშავებულია 200 ადამიანი, ხოლო 30 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. გუშინ იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ საპოროდან 60 კილმეტრის დაშორებით იყო. ზოგიერთ რაიონებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციის ბრძანება გასცა. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა და ხელისუფლება […]
იაპონიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მიწისძვრა იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მოხდა. ადგილობრივი სეისმოლოგების ცნობით მიწისძრვა 7 მაგნუტუდის სიმძლავრის იყო. ამ ეტაპისთვის დაშავებულისა და ზარალის შესახებ ცნობა არ ვრცელდება. იმავდროულად, იაპონიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტაიფუნს „ჯების“ ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ათამდე ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ორი ძირითადი ქალაქი კიოტო და ოსაკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. სტიქიის გამო, ქვეყანაში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა. […]
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სკრიპალების მოწამვლისთვის რუსეთის 2 მოქალაქეს ბრალი წაუყენა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქის ვინაობა დაასახელა. „არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ბრალი წავუყენოთ რუსეთის მოქალაქეებს, ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს ეჭვმიტანილების რეალური სახელები არ არის. შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და […]
რუსეთში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა – ვიდეო
ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს უტევს. დაიხურა აეროპორტები, გადაიდო ასობით რეისი. სანაპირო ზოლიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დროებით თავშესაფრებში ამ დროისთვის 14 ათასზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ოსაკას ყურეში ძლიერმა ქარმა სანაპიროდან 89 მეტრის სიგრძის ტანკერი გაიტაცა და ხიდს შეაჯახა. კიოტოში კი რკინიგზის სადგურის შენობას სახურავი ახადა. ბოლო […]
რუსეთმა იდლიბის პროვინცია დაბომბა
მიუხედავად იმისა, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და სირიის მოკავშირე რუსეთი და ირანი გააფრთხილა, არ მიეტანათ იერიში იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, რუსეთის საბრძოლო ძალებმა იდლიბი მაინც დაბომბეს. ეს 15 აგვისტოს შემდეგ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების პირველი თავდასხმაა იდლიბის პროვინციაზე. იდლიბის პროვინციას მეამბოხეები აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პრესკოვის თქმით კი, სირიის არმია […]
დონალდ ტრამპი რუსეთსა და ირანს აფრთხილებს
აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს მოსკოვსა და თეირანს, არ მიიღონ მონაწილეობა ქალაქ იდლიბზე ბაშარ ასადის თავდასხმაში, – ეს განცხადება ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში დაწერა. „რუსები და ირანელები სერიოზულ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ, თუ მონაწილეობას მიიღებენ პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება მოკლან. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა. აგვისტოში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო განცხადება, რომელშიც იდლიბზე […]
ობამა მაკკეინზე – „მან ჩვენ უკეთესი პრეზიდენტები გაგვხადა”
მე და პრეზიდენტი ბუში იმ იღბლიანებს შორის ვიყავით, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა ჯონ მაკკეინის კონკურენტები ვყოფილიყავით ყველაზე მაღალ პოლიტიკურ დონეზე, – ამის შესახებ სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. „როდესაც მაკკეინმა მთხოვა მის პანაშვიდზე სიტყვით გამოვსულიყავი ეს ჩემთვის განსაკუთრებული და უძვირფასესი პატივი იყო“, – აღნიშნა ბარაკ ობამამ. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა 2008 წლის საპრეზიდენტო […]









