ძლიერი ცუნამის შემდეგ ინდოენეზიის სანაპირო ქალაქში პალუ 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სამთავრობო წყაროები ავრცელებენ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, კუნძულ სულავესზე ტალღების სიმაღლე 2 მეტრს აღწევდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ითხოვს ხალხი შველას. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო საათების განმავლობაში 5 ადამიანის დაიღუპა, თუმცა უცნობია გამოიწვია თუ არა ეს სტიქიამ. მანამდე მიწისძვრამ ინდონეზიაში […]
კატეგორია: მსოფლიო
თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა – რა მოხდა მიკრონეზიაში
კუნძულ მიკრონეზიაში პაპუა ახალი გვინეის ავიაკოპანია „ეარ ნიუჯინის“ კუთვნილი ბოინგი აეროპორტში დაჯდომის მცდელობისასა საფრენი ბილიკიდან გადავიდა და ოკეანეში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს. ლაინერის ბორტზე 47 ადამიანი იმყოფებოდა. 36 მგზავრი და ეკაჟის 11 წევრი აეროპორტთან ახლოს მცურავი ნავების მფლობელებმა გადაარჩინეს. ყველა მათგანი ავიაშემთხვევას ტრავმების გარეშე გადაურჩა, მაგრამ უსაფრთოების მიზნით ისინი ჰოსპიტალში მაინც გადაიყვანეს. მომხდარის მიზეზს […]
ტიმოშენკო და პოროშენკო საპრეზიდენტო სიას ლიდერობენ
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგში ლიდერობენ. აღნიშნულს ცხადყოფს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე იულია ტიმოშენკოს გამოკითხულთა 19,3% აძლევს ხმას, მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკოა (11,9%), ხოლო მესამეზე კი უკრაინელი შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი (11,8%). გამოკითხვა 3-დან 23 სექტემბრის […]
მილიონერის 15 წლის ქალიშვილი ლონდონი-ნიცას რეისზე მამას ხელში ჩააკვდა
ინგლისელი მილიონერის, ნადიმ ედნან-ლაპერუზის ქალიშვილი ნატაშა გარდაიცვალა ლონდონი-ნიცას თვითმფრინავის რეისზე მისი სიკვდილი გამოიწვია ალერგიამ იმ სენდვიჩზე, რომელიც ნატაშამ აეროპორტში შეჭამა. ჰაერში მას ძლიერი ალერგიული შეტევა დაეწყო. მამამისმა შვილს სამჯერ გაუკეთა წამალი, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. გოგონას გული გაუჩერდა. ექიმები არკვევენ, სენდვიჩის რომელ კომპონენტს შეეძლო გამოეწვია ასეთი ძლიერი ალერგია.
ტერაქტის შემდეგ ირანმა სამი ევროპული ქვეყნიდან ელჩები გაიწვია
ირანის ხელისუფლებამ 22 სექტემბერს მომხდარ ტერაქტშისპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულა. სპარსეთის ყურის ქვეყნებს აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის მარიონეტები უწოდა. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თქვა, რომ გარე ძალები ირანის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ირანმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ნიდერლანდებიდან, დანიასა და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გაიწვია. საგარეო უწყების განცხადებით, ეს ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, […]
„დღეს ბანერებით, ხვალ კი ავტომატებით“ – მასობრივი აქცია რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ
„დღეს ბანერებით, ხვალ კი ავტომატებით“ – ასეთი შეძახილები ისმის რუსეთის დედაქალაქში. მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსკოვში დემონსტრაცია სახაროვის მოედანზე მიმდინარეობს და მასში ათი ათასამდე ადამიანია ჩართული. აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი სერგეი უდალცოვია. „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი ამბობს, რომ მანიფესტაციაში 50 ათასი ადამიანი მონაწილეობს. უფლებადამცველების თქმით, აქციას ექსცესების […]
ნიუ-იორკში 52 წლის ქალმა საბავშვო ბაღში 5 ადამიანი დაჭრა, რომელთაგან 3 ბავშვია
ნიუ-იორკში დანით შეიარაღებული 52 წლის ქალი საბავშვო ბაღს დაესხა თავს, დაჭრილია სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC-ს ნიუ-იორკის პოლიციაში განუცხადეს. შემთხვევა ქუინსის რაიონში მოხდა. ბავშვების ასაკი უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი, 52 წლის ქალი, პოლიციამ საბავშვო ბაღის სარდაფში დააკავა. თავდასხმის […]
19 წლის მომღერალს „თავის მოჭრით“ ემუქრებიან
ახალგაზრდა ყირგიზი მომღერალი ქალის მუსიკალური კლიპი ინტერნეტში დიდი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. 19 წლის ზერე ასილბეკს, რომელიც თავის სიმღერის „გოგო“ ვიდეორგოლში ბიუსტჰალტერით გამოჩნდა, ყირგიზი ქალის იმიჯის შეურაცხყოფის გამო „თავის მოჭრით“ ემუქრებიან. ეს ზერეს პირველი სიმღერაა, რომელიც 2 თვის წინ გამოვიდა, თუმცა აქტუალური ვიდეორგოლის გამოსვლის შემდეგ გახდა. ზერე ასილბეკი მღერის იმაზე, რომ არავინ არ უნდა მიუთითოს ქალებს […]
რისთვის ჩადის პუტინი ბაქოსა და ერევანში?
“ახალი თაობა” წერდა, რომ რუსეთის ფედერაცია საგრძნობლად გააქტიურდა სამხრეთ კავკასიაში – მარტო სექტემბერში, ერთმანეთის მიყოლებით, რუსეთში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერი. 25 სექტემბერს კრემლის მეთაური თავად ეწვევა კავკასიას. პუტინი ამ დღეს ბაქოში ჩავა, შემდეგ კი ერევანშიც გადაფრინდება. ითქმება თუ არა სადაო მთიან ყარაბაღზე ახალი ამ ვიზიტისას, უცნობია. მიმომხილველების აზრით, პუტინს რთული შეხვედრა ნიკოლ პაშინიანთან […]
ტრამპი ესპანეთის მთავრობას საჰარის გასწვრივ კედლის აშენებას სთავაზობს
დონალდ ტრამპი ესპანეთის მთავრობას საჰარის გასწვრივ კედლის აშენრბას სთავაზობს. მისი თქმით, ამით ევროპაში მიგრანტების შედინებას ხელი შეეშლება. ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 600 აფრიკელი მიგარანტი შევიდა . შეგახსნებთ, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო ამერიკა – მექისიკის საზღვარზე კედლის აშენება.










