დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქის ვინაობა დაასახელა. „არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ბრალი წავუყენოთ რუსეთის მოქალაქეებს, ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს ეჭვმიტანილების რეალური სახელები არ არის. შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსეთში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა – ვიდეო
ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს უტევს. დაიხურა აეროპორტები, გადაიდო ასობით რეისი. სანაპირო ზოლიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დროებით თავშესაფრებში ამ დროისთვის 14 ათასზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ოსაკას ყურეში ძლიერმა ქარმა სანაპიროდან 89 მეტრის სიგრძის ტანკერი გაიტაცა და ხიდს შეაჯახა. კიოტოში კი რკინიგზის სადგურის შენობას სახურავი ახადა. ბოლო […]
რუსეთმა იდლიბის პროვინცია დაბომბა
მიუხედავად იმისა, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და სირიის მოკავშირე რუსეთი და ირანი გააფრთხილა, არ მიეტანათ იერიში იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, რუსეთის საბრძოლო ძალებმა იდლიბი მაინც დაბომბეს. ეს 15 აგვისტოს შემდეგ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების პირველი თავდასხმაა იდლიბის პროვინციაზე. იდლიბის პროვინციას მეამბოხეები აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პრესკოვის თქმით კი, სირიის არმია […]
დონალდ ტრამპი რუსეთსა და ირანს აფრთხილებს
აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს მოსკოვსა და თეირანს, არ მიიღონ მონაწილეობა ქალაქ იდლიბზე ბაშარ ასადის თავდასხმაში, – ეს განცხადება ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში დაწერა. „რუსები და ირანელები სერიოზულ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ, თუ მონაწილეობას მიიღებენ პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება მოკლან. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა. აგვისტოში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო განცხადება, რომელშიც იდლიბზე […]
ობამა მაკკეინზე – „მან ჩვენ უკეთესი პრეზიდენტები გაგვხადა”
მე და პრეზიდენტი ბუში იმ იღბლიანებს შორის ვიყავით, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა ჯონ მაკკეინის კონკურენტები ვყოფილიყავით ყველაზე მაღალ პოლიტიკურ დონეზე, – ამის შესახებ სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. „როდესაც მაკკეინმა მთხოვა მის პანაშვიდზე სიტყვით გამოვსულიყავი ეს ჩემთვის განსაკუთრებული და უძვირფასესი პატივი იყო“, – აღნიშნა ბარაკ ობამამ. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა 2008 წლის საპრეზიდენტო […]
“ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ – ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაეშვა – ვიდეო
ავიაკომპანია „ურალ ეირლაინზის“ კუთვნილმა თვითმფრინავმა მოსკოვში ავარიული დაშვება განახორციელა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტგამცილებელს სახეში გაარტყა და ხმამაღლა დაიყვირა, რომ თვითმფრინავში ბომბია. ახალგაზრდა მამაკაცი მგზავრებს და ეკიპაჟს უმტკიცებდა, რომ ავიალაინერი მალე აფეთქდებოდა. 25 წლის სტუდენტი, ეროვნებით ტაჯიკი დავლატკადამ დავლატკადამოვი თავს დაესხა ბორტგამცილებელ ქალს, შემდეგ კი ყველას მოუწოდა, ელოცათ. „ილოცეთ! ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ […]
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა
მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომე პირველმა სტამბულში, ფანარის რაიონში მდებარე რეზიდენციაში რუსეთის პატრიარქი კირილი მიიღო და განუცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) აღიარა.ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნულენოვანი გამოცემა Оrthodoxia.in ავრცელებს. “მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულია, უფრო მეტიც ,სოფლიო პატრიარქმა რუსეთის მხარეს განუცხადა, რომ უკვე […]
დონეცკში ზახარჩენკო მოკლეს
დონეცკში მომხდარი აფეთქების შედეგად დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ მეთაური ალექსანდრ ზახარჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია დონეცკის დე ფაქტო ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით იუწყება. 42 წლის ზახარჩენკო სასიკვდილოდ კაფე „სეპარში“ დაიჭრა, რომელიც მის რეზიდენციასთან ახლოს მდებარეობს. აფეტქების შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა. მათ შორისაა ე.წ. რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ ტიმოფეევი. ზახარჩენკო დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის […]
მასობრივი სროლა ფლორიდაში – 4 ადამიანი მოკლულია, 11 დაჭრილი
ცოტა ხნის წინ ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯეკსონვილში მასობრივი სროლა ატყდა. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე ქალაქის პოლიციის შერიფის ოფისი ავრცელებს. პოლიციის ცნობით, სროლა ქალაქის ერთ-ერთ უბანში სავაჭრო/გასართობი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. შერიფის ოფისი მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ შემთხვევის ადგილთან ახლოს არ გაიაროს, რადგან უსაფრთხოების ნორმები ჯერ დაცული არ არის. პოლიციის ცნობით, მრავალი ადამიანი დაიჭრა, რამდენიმე კი დაიღუპა, […]










