კატეგორია: მსოფლიო

„სექსი ღმერთის საჩუქარია”- რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ სექს და სექსუალობას „ ღმერთის საჩუქარი და არა ტაბუ“ უწოდა. ამის შესახებ მან საფრანგეთში ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრა. „სექსი და სექსუალობა – ეს ღმერთის საჩუქარია და არა ტაბუ. მას ორი მიზანი აქვს- სიყვარული და ახალი სიცოცხლის შექმნა. ნამდვილი სიყვარული ვნებიანია. მამაკაცსა და ქალს შორის არსებულ ვნებიან სიყვარულს კი ისინი უკვდავებამდე მიჰყავს. სიყვარულს ეძლევიან […]

ისრაელი – ”რუსული თვითმფრინავი ასადის რეჟიმმა ჩამოაგდო”

ისრაელი რუსული თვითმფრინავი ИЛ-20-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სირიის რეჟიმს აკისრებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაშია ნათქვამი. „ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის დაღუპვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოგდებული იყო სირიის მიერ. სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე ასადის რეჟიმს ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში. ისრაელის თავდაცვით ძალებში ასევე აღნიშნეს, რომ გუშინ საღამოს ისრაელის ავიაციამ რეიდი განახორციელა სირიაში მდებარე ობიექტებზე, რომელშიც […]

რუსეთი აღიარებს, რომ თვითმფრინავი ასადის რეჟიმმა ჩამოუგდო, თუმცა საპასუხო ზომებით ისრაელს ემუქრება

რუსული Ил-20, რომელიც ფრენას ხმელთაშუა ზღვის თავზე ასრულებდა, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ისრაელის ბომბდამშენები გახდნენ, რომლებიც შეტევას ლატაკიის პროვინციაზე ახორციელებდნენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 რუსი სამხედრო დაიღუპა. „ისრაელელი მფრინავები რუსულ თვითმფრინავს იყვნენ ამოფარებულები და ის სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების […]

თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა – დაიღუპა 7, დაშავდა 28 ადამიანი

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ავარიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. შემთხვევა აფიონ-ყარაჰისარის პროვინციაში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ჯერ დაუდგენელი მიზეზით გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. იმედინიუსი

ასადის რეჟიმმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

ორშაბათს საღამოს სირიაში ხმეიმის ავიაბაზის დისპეტჩერებმა რუსული თვითმფრინავის Ил-20 ეკიპაჟთან კავშირი დაკარგეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. თვითმფრინავის ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია. ლატაკის აკვატორიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თვითმფრინავის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. სირიული მხარე აცხადებს, რომ თვითმფრინავი ისრაელის ავიაციამ ჩამოაგდო. CNN -ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული თვითმფრინავი […]

აშშ-ში ქარიშხალი “ფლორენსი” მძვინვარებს

აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს ქარიშხალი „ფლორენსი“ დაატყდა თავს. დაიტბორა სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების ოკეანისპირა ქალაქების ნაწილი. ქარიშხალის სიძლიერე მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით 1 კატეგორიამდე შესუსტდა, რამაც ძლიერი წვიმები გამოიწვია. მოსალოდნელია წყალდიდობები. 10 მილიონი მოსახლე ამ სეზონში ყველაზე ძლიერი ქარიშხალის მოქმედების ზონაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა და მოსახლეობას მოუოდებს ხალხს დაუყონებლივ დატოვონ სტიქიის ზონა. საგანგებო მდგომრეობაა გამოცხადებული ჩრდილოეთ […]

კალიფორნიაში მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

კალიფორნიის ქალაქ ბეიკერსფილდში მამაკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით ტელეარხი ABC30 იუწყება. მისი ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან ერთად ავტოსატრანსპორტო კომპანიაში მივიდა, სადაც მათ კიდევ ერთ მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდათ. ეჭვმიტანილმა ჯერ მამაკაცი, შემდეგ კი საკუთარი მეუღლე მოკლა. ამის შემდეგ კომპანიაში კიდევ ერთი მამაკაცი შევიდა, რომელიც მსროლელმა ასევე მოკლა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი […]

ჩინეთში მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ შანქსის პროვინცია დააზარალა. სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ჰანძონგის მახლობლად იყო. ნგრევის, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინტერპრესნიუსი

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ანტალიის პროვინციაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქუმლუჯას იყო. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფომაცია არ ვრცელდება.

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ახლოს მაგნიტუდით 6.9 მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:19 საათზე დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.