კატეგორია: მსოფლიო

“ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ – ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაეშვა – ვიდეო

ავი­ა­კომ­პა­ნია „ურა­ლ ეირლაინზის“ კუთ­ვნილ­მა თვითმფრი­ნავ­მა მოს­კოვ­ში ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ბორტგამ­ცი­ლე­ბელს სა­ხე­ში გა­არ­ტყა და ხმა­მაღ­ლა და­იყ­ვი­რა, რომ თვითმფრი­ნავ­ში ბომ­ბია. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მგზავ­რებს და ეკი­პაჟს უმ­ტკი­ცებ­და, რომ ავი­ა­ლა­ი­ნე­რი მალე აფეთ­ქდე­ბო­და. 25 წლის სტუ­დენ­ტი, ეროვ­ნე­ბით ტა­ჯი­კი დავლატკადამ დავ­ლატ­კა­და­მო­ვი თავს და­ეს­ხა ბორტგამ­ცი­ლე­ბელ ქალს, შემ­დეგ კი ყვე­ლას მო­უ­წო­და, ელო­ცათ. „ილო­ცეთ! ილო­ცეთ ალა­ჰის წი­ნა­შე! თვითმფრი­ნა­ვი აფეთ­ქდე­ბა!“ […]

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომე პირველმა სტამბულში, ფანარის რაიონში მდებარე რეზიდენციაში რუსეთის პატრიარქი კირილი მიიღო და განუცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) აღიარა.ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნულენოვანი გამოცემა Оrthodoxia.in ავრცელებს. “მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულია, უფრო მეტიც ,სოფლიო პატრიარქმა რუსეთის მხარეს განუცხადა, რომ უკვე […]

დონეცკში ზახარჩენკო მოკლეს

დონეცკში მომხდარი აფეთქების შედეგად დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ მეთაური ალექსანდრ ზახარჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია დონეცკის დე ფაქტო ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით იუწყება. 42 წლის ზახარჩენკო სასიკვდილოდ კაფე „სეპარში“ დაიჭრა, რომელიც მის რეზიდენციასთან ახლოს მდებარეობს. აფეტქების შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა. მათ შორისაა ე.წ. რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ ტიმოფეევი. ზახარჩენკო დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის […]

მასობრივი სროლა ფლორიდაში – 4 ადამიანი მოკლულია, 11 დაჭრილი

ცოტა ხნის წინ ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯეკსონვილში მასობრივი სროლა ატყდა. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე ქალაქის პოლიციის შერიფის ოფისი ავრცელებს. პოლიციის ცნობით, სროლა ქალაქის ერთ-ერთ უბანში სავაჭრო/გასართობი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. შერიფის ოფისი მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ შემთხვევის ადგილთან ახლოს არ გაიაროს, რადგან უსაფრთხოების ნორმები ჯერ დაცული არ არის. პოლიციის ცნობით, მრავალი ადამიანი დაიჭრა, რამდენიმე კი დაიღუპა, […]

ირანში მიწისძვრა მოხდა – დაიღუპა 3, დაშავდა 300 ადამიანი

დღეს ღამით 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ირანის დასავლეთ ნაწილში. მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა ერაყის დედაქალაქში ბაღდადში. ირანული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქერმანშაჰის პროვინციაში რვა სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ შს მინისტრსა და ქერმანშაჰის პროვინციის გუბერნატორს განკარგულება მისცა, დაუყოვნებლივ გაუწიონ დახმარება დაზარალებულებს. ირანში მიწისძვრის შედეგად. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი […]

ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა

წლის ასაკში ამერიკელი სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი, “თეთრი ტორნადოს” სახელით ცნობილი ჯონ მაკკეინი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. “მომავალი დღეები და წლები არ იქნება ისეთივე მამის გარეშე, მაგრამ ეს კარგი დღეები იქნება, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე, იმ ცოცხალი მაგალითიდან გამომდინარე, რომლის სიმბოლოც იყო მამა ჩვენთვის,” – აცხადებს მეგან მაკკეინი. მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს აშშ-ის […]

რუსეთში სამხედრო აღლუმის დროს ტანკი გადაყირავდა – ვიდეო

რუსეთის ქალაქ კურსკში, კურსკის ბრძოლის 75-ე წლის თავთან დაკავშირებით აღლუმი გაიმართა. მას შემდეგ, რაც ტანკმა Т-34-მა მაყურებლების წინაშე ჩაიარა, პლატფორმაზე მისი აწევის დროს, ტექნიკა გადმოყირავდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. იმედინიუსი https://www.facebook.com/themeduza/videos/224699648227523/

აშშ-ში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, ორეგონის შტატის სანაპიროს მახლობლად 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 9:31 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბანდონიდან დასავლეთით, 294 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინტერპრესნიუსი

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ასევე უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა. ადგილობრვმა ხელისუფლებამ შესაძლო ცუნამის შესახებ გაფრთხილება მომხდარიდან მალევე გააუქმა. მიწისძვრა ვენესუელის დედაქალაქშიც იგრძნობოდა. რუსთავი 2

ანკარაში აშშ-ის საელჩო დაცხრილეს 

თურქეთის დედაქალაქში აშშ-ის საელჩო დაცხრილეს. თურქული მედიის, Haberturk-ის ინფორმაციიით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს. თვითმხილველის ინფორმაციით, 20 აგვისტოს ადრე დილით, დიპლომატიურ მისიასთან ავტომობილი მივიდა, რომლიდანაც საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. სავარაუდოდ იყო 4-5 გასროლა. ერთი ტყვია დაცვის სამსახურის შენობის დაჯავშნილ ფანჯარას მოხვდა. ამის შემდეგ მსროლელებმა ადგილი დატოვეს. აშშ-ის საელჩო ამ კვირაში ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით […]