დღეს ღამით 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ირანის დასავლეთ ნაწილში. მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა ერაყის დედაქალაქში ბაღდადში. ირანული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქერმანშაჰის პროვინციაში რვა სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ შს მინისტრსა და ქერმანშაჰის პროვინციის გუბერნატორს განკარგულება მისცა, დაუყოვნებლივ გაუწიონ დახმარება დაზარალებულებს. ირანში მიწისძვრის შედეგად. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი […]
კატეგორია: მსოფლიო
ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა
წლის ასაკში ამერიკელი სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი, “თეთრი ტორნადოს” სახელით ცნობილი ჯონ მაკკეინი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. “მომავალი დღეები და წლები არ იქნება ისეთივე მამის გარეშე, მაგრამ ეს კარგი დღეები იქნება, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე, იმ ცოცხალი მაგალითიდან გამომდინარე, რომლის სიმბოლოც იყო მამა ჩვენთვის,” – აცხადებს მეგან მაკკეინი. მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს აშშ-ის […]
რუსეთში სამხედრო აღლუმის დროს ტანკი გადაყირავდა – ვიდეო
რუსეთის ქალაქ კურსკში, კურსკის ბრძოლის 75-ე წლის თავთან დაკავშირებით აღლუმი გაიმართა. მას შემდეგ, რაც ტანკმა Т-34-მა მაყურებლების წინაშე ჩაიარა, პლატფორმაზე მისი აწევის დროს, ტექნიკა გადმოყირავდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. იმედინიუსი https://www.facebook.com/themeduza/videos/224699648227523/
აშშ-ში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
აშშ-ში, ორეგონის შტატის სანაპიროს მახლობლად 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 9:31 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბანდონიდან დასავლეთით, 294 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინტერპრესნიუსი
ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ასევე უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა. ადგილობრვმა ხელისუფლებამ შესაძლო ცუნამის შესახებ გაფრთხილება მომხდარიდან მალევე გააუქმა. მიწისძვრა ვენესუელის დედაქალაქშიც იგრძნობოდა. რუსთავი 2
ანკარაში აშშ-ის საელჩო დაცხრილეს
თურქეთის დედაქალაქში აშშ-ის საელჩო დაცხრილეს. თურქული მედიის, Haberturk-ის ინფორმაციიით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს. თვითმხილველის ინფორმაციით, 20 აგვისტოს ადრე დილით, დიპლომატიურ მისიასთან ავტომობილი მივიდა, რომლიდანაც საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. სავარაუდოდ იყო 4-5 გასროლა. ერთი ტყვია დაცვის სამსახურის შენობის დაჯავშნილ ფანჯარას მოხვდა. ამის შემდეგ მსროლელებმა ადგილი დატოვეს. აშშ-ის საელჩო ამ კვირაში ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით […]
ავღანეთში თალიბებმა სამი ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს
რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთში, ყუნდუზის პროვინციაში სამი ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს, ავტობუსები ტაქარიდან ქაბულში მიემართებოდნენ, როდესაც ისინი თალიბებმა გააჩერეს. მგზავრები გამტაცებლებმა, ავღანეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, სოფელ ნიკპეში გადაიყვანეს. მათ გადასარჩენად სამხედრო დანაყოფებია გაგზავნილი და ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. Tolo News-ის ცნობით, გატაცებულია სავარაუდოდ 170 მგზავრი.
ინდონეზიაში 2 კვირის განმავლობაში მესამე მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში მიწისძვრა კვლავ განმეორდა, 6,3 მაგნიტუდის ბიძგები ისევ კუნძულ ლომბოკზე დაფიქსირდა. ეს უკვე მესამე მიწისძვრაა, რომელიც ამ კუნძულზე ორი კვირის მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის ჩრდილოეთით, 8 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მიწისძვრების განმეორების გამო ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია. შეგახსენებთ, რომ 5 და 10 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრების გამო ინდონეზიაში 430-ზე მეტი […]
პუტინმა კნაისლის ქორწილში იცეკვა
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა ქორწილში ვლადიმერ პუტინთან ერთად იცეკვა. პუტინის საქორწინო საჩუქარი დონის კაზაკთა 10-კაციანი ანსამბლის წვეულებაზე ჩაყვანა იყო. ანსამბლმა საქორწინო ცერემონიაზე ტრადიციული ხალხური სიმღერები შეასრულა. კარინ კნაისლი პოლიტიკურმა ოპონენტებმა ქორწილში „ევროპის საგარეო პოლიტიკის აგრესული მტერის“ მოწვევის გამო გააკრიტიკეს და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდეს. კარინ კნაისლმა პუტინი თავის ქორწილში ვენაში კრემლის ლიდერის ბოლო ვიზიტისას დაპატიჟა. […]










