ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა

ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი გარდაიცვალაწლის ასაკში ამერიკელი სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი, “თეთრი ტორნადოს” სახელით ცნობილი ჯონ მაკკეინი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

“მომავალი დღეები და წლები არ იქნება ისეთივე მამის გარეშე, მაგრამ ეს კარგი დღეები იქნება, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე, იმ ცოცხალი მაგალითიდან გამომდინარე, რომლის სიმბოლოც იყო მამა ჩვენთვის,” – აცხადებს მეგან მაკკეინი.

მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, ბარაქ ობამამ და ჯორჯ ბუშმა.

ორი დღის წინ მაკკეინის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომ სენაორმა შეწყვიტა მკურნალობის კურსი.

„გასულ ზაფხულს სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკელებს გაუზიარა ამბავი, რომლის შესახებაც ოჯახმა უკვე ვიცოდით: მას დაუსვეს აგრესიული გლიობლასტომის დიაგნოზი და პროგნოზი იყიო სერიოზული. ერთი წლის განმავლობაში ჯონმა თავის სიცოხლისუნარიანობის მოლოდინებს გადააჭარბა, მაგრამ ავადმყოფობის შეუქცევად პროგრესს და ასაკს მისთვის განაჩენი გამოაქვთ,“- ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკკეინის ბაბუა და მამა აშშ-ის საზღვაო ფლოტის ოთხვარსკვლავიანი ადმირალები იყვნენ. ჯონმაც დაამთავრა აშშ-ის საზღვაო აკადემია 1958 წელს და საზღვაო ფლოტის მფრინავი გახდა.

მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს იგი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი ტყვეობაში გაატარა, სადაც მან სერიოზულ წამებას გაუძლო, მანამდე სანამ პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 1973 წლის მაისში არ გაათავისუფლეს.

1981 წელს მაკკეინმა თავი დაანება საზღვაო ფლოტს, გადავიდა არიზონაში და პოლიტიკაში ჩაერთო.

1982 წელს ჯონ მაკეინი არიზონის შტატიდან წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს, ხოლო 1987 წლიდან არიზონის სენატორი იყო.

2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ბარაქ ობამასთან დამარცხდა.

იგი ასევე იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან 2000 წლის არჩევნებში, მაგრამ პრაიმერისში ჯორჯ ბუშმა დაამარცხა