კატეგორია: მსოფლიო

იტალიაში დააკავეს მაფიოზი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული

იტალიაში დააკავეს მაფიოზი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული

იტალიაში ცნობილი მაფიოზი ხანგრძლივი ძებნის შემდეგ დააკავეს. ლაპარაკია, ლუიგი აბრუცეზესე, რომელიც 2015 წლიდან საერთაშორისო ძებნაში იყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. სპეცოპერაცია იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქ კასანო ალო იონიოში ჩატარდა. დაკავების მომენტში, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელს, იარაღი და ყალბი დოკუმენტები აღმოაჩნდა. ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის ორგანიზების ბრალდებით, მას დაუსწრებლად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

“ეს სახლი უთქვენოდ ცარიელია” – ქმრის მიერ მოკლული ორსული ცოლის და 2 შვილის ცხედრები ტანკერში იპოვეს

"ეს სახლი უთქვენოდ ცარიელია" - ქმრის მიერ მოკლული ორსული ცოლის და 2 შვილის ცხედრები ტანკერში იპოვეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქმრის მიერ მოკლული ორსული ქალისა და მათი მცირეწლოვანი  შვილების ცხედრები ნავთობის ტანკერში იპოვეს. ამერიკული მედიის ცნობით, პოლიციამ ქალის ცხედარი იმ ნავთობკომპანიის ტერიტორიაზე იპოვა, რომელშიც მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის კრისტოფერ უოტსი მუშაობდა. მოგვიანებით კი, იმავე ტერიტორიაზე, ნავთობის რეზერვუარებში ბავშვების ცხედრებიც იპოვეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ქალაქ ფრედერიკში, უოტსების სახლში მოხდა. მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, […]

კოსტა-რიკაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით საქართველოს საზღვართან მიწისძვრა ისევ განმეორდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, კოსტა-რიკაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Washingtonpost-ი წერს. მიწისძვრის ეპიცენტრი კოსტა-რიკისა და პანამის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვრეპლი არ მოჰყოლია.

იტალიაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იტალიაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ  dailystar წერს. გამოცემის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ კამპობასოდან ოთხ კილომეტრში დაფიქსირდა.ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია  არ ვრცელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. პრაიმ ტაიმი

ორი თვითმფრინავი ჩიკაგოში ერთმანეთს შეეჯახა

ორი თვითმფრინავი ჩიკაგოში ერთმანეთს შეეჯახა

როგორც Fox News იუწყება, აშშ-ს ერთ-ერთ აეროპორტში, კერძოდ ჩიკაგოში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა და მხოლოდ თვითმფრინავები დაზიანდა. როგორც ირკვევა, ერთმანეთს Airbus A 320 და Boeing 757 შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორივე თვითმფრინავს ფრთები დაუზიანდა. შეჯახების გამო გარკვეული რეისები გადაიდო, რის გამოც რეისების განხორციელება დაგვიანდა. metronome.ge

რობერტ ქოჩარიანს აქტივისტები შეუვარდნენ და პრესკონფერენცია ჩაუშალეს

რობერტ ქოჩარიანს აქტივისტები შეუვარდნენ და პრესკონფერენცია ჩაუშალეს

რობერტ ქოჩარიანს აქტივისტებმა პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს. დღეს კი მედიასთან შეხვედრას გეგმავდა. აქტივისტები დარბაზში შეიჭრნენ და ქოჩარიანის ხელახლა დაპატიმრება და უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს იმ მოსამართლისთვის, რომელმაც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. რობერტ ქოჩარიანი ივლისის ბოლოს, 2008 წლის მარტში განვითარებული მოვლენების გამო დააპატიმრეს. მაშინ ხელისუფლებამ ოპოზიციის აქცია ძალის გამოყენებით […]

გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა – ტრაგედიის ახალი დეტალები

გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა - ტრაგედიის ახალი დეტალები

იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა. იტალიის შს სამინისტრო ბოლო მონაცემებით 11 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული. იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ სამინისტროში საგანგებო თათბირი დანიშნა. მისი თქმით, […]

საშინელი კატასტროფა იტალიაში – გენუაში ხიდი ჩაინგრა – დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი – ვიდეო

საშინელი კატასტროფა იტალიაში - გენუაში ხიდი ჩაინგრა - დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი - ვიდეო

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ჯერჯერობით დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცოტა ხნის წინ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში სავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ადგილზე სამაშველო და სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ხიდის ჩანგრევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ში ცოლთან ჩხუბის შემდეგ კაცმა ვერტმფრენი გაიტაცა და თავის სახლს შეეჯახა

აშშ-ში ცოლთან ჩხუბის შემდეგ კაცმა ვერტმფრენი გაიტაცა და თავის სახლს შეეჯახა

იუტის შტატის ქალაქ პეისონში ოჯახური კონფლიქტი ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. ცოლთან კონფლიქტის შემდეგ განაწყენებულმა კაცმა მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ადგილობრივი აეროდრომიდან გაიტაცა და საკუთარ სახლს განგებ შეეჯახა. შეჯახებისას თვითმფრინავი აფეთქდა, სახლს კი ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, მისი ოჯახის წევრები არ დაშავებულან.

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა

ინდონეზიის, ლომბოკის კუნძულზე მომხდარი მაგნიტუდით 7,0 მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „სინჰუა“ ინდონეზიის სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით თანახმად, მიწისძვრის შედეგად 1.353 ადამიანი დაშავდა, 353 ათასმა ადგილობრივმა საკუთარი სახლები დატოვა. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა 5 აგვისტოს მოხდა, რასაც 543 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. […]