კატეგორია: მსოფლიო

კონსტანტინე მელაძე უნგრელმა მესაზღვრეებმა დააკავეს

კონსტანტინე მელაძე უნგრელმა მესაზღვრეებმა დააკავეს

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის ცნობით, რუსი კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე უნგრელმა მესაზღვრეებმა დააკავეს. მათი ინფორმაციით, მუსიკოსი ავტომობილით ცდილობდა კარპატისპირეთში არსებული სასაზღვრო პუნქტის “ლუჟნიკი-ბერეგშურანის” გადაკვეთას და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას. მესაზღვრეებმა მას საზღვარგარეთის პასპორტი ჩამოართვეს, რადგან ეჭვი გაუჩნდათ, რომ მასში შტამპი გაყალბებული იყო. წყაროს ცნობით, მელაძეს ევროკავშირში შესვლა 2020-მდე აეკრძალა. ნიუპოსტი

ათონის მთაზე მიმავალ რუს მღვდლებს საბერძნეთის საკონსულო ვიზას არ აძლევს 

ათონის მთაზე მიმავალ რუს მღვდლებს საბერძნეთის საკონსულო ვიზას არ აძლევს 

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბოლო პერიოდში საბერძნეთის საკონსულო რუს სასულიერო პირებს ვიზაზე უარს ეუბნება და შესაბამისად, მათ საბერძნეთში ჩასვლის საშუალებას არ აძლევს. RIA-სთან საუბრისას რუსი მღვდლები საკონსულოს უარს საბერძნეთსა და რუსეთს შორის წამოწყებულ დიპლომატიურ სკანდალს უკავშირებენ. მიმდინარე წლის ზაფხულში საბერძნეთმა ქვეყნიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი და მიზეზად დაასახელა რუსეთის ჩარევა საბერძნეთის […]

დიდი აფეთქება იტალიაში – დაიღუპა 1, დაშავდა 55 ადამიანი

დიდი აფეთქება იტალიაში - დაიღუპა 1, დაშავდა 55 ადამიანი

იტალიის ქალაქ ბოლონიაში, აეროპორტის მახლობლად,  მასშტაბური აფეთქება მოხდა. ავტომაგისტრალზე ავარიაში მოყოლილი საწვავით დატვირთული ტანკერი აფეთქდა, რამაც ესტაკადის ჩანგრევა და ხანძრის სხვა მანქანებზე გავრცელება გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, 55 კი დაშავდა, 14 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, გადაკეტილია მოძრაობა ორივე მიმართულებითაც, თუმცა, აფეთქებას ბოლონიის აეროპორტის მუშაობა არ შეუფერხებია.

ინდონეზიაში მიწისძვრისას 22 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში მიწისძვრისას 22 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა 50-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. მედიასაშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7 ბალს შეადგენდა. მიწისძვრამ ელექტროენერგიის შეზღუდვაც გამოიწვია. ინდონეზიაში მიწისძვრა 29 ივლისსაც მოხდა, რომლის დროსაც 16 ადამიანი დაიღუპა. პირველი

მიწისძვრა და ცუნამის განგაში ინდონეზიაში – ვიდეო

მიწისძვრა და ცუნამის განგაში ინდონეზიაში - ვიდეო

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ქვეყანაში ცუნამის განგაში გამოცხადდა. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა ტურისტულ ზონაშიც მოჰყვა. ვიდეოებს და ფოტოებს სოციალურ ქსელებში ადგილზე მყოფი ტურისტები ავრცელებენ, რომელთა შორის ცნობილი ადამიანებიც არიან. ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს […]

სამხედრო აღლუმზე ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს მოკვლა სცადეს – ჰაერში დრონები აფეთქდა, დაშავდა 7 ჯარისკაცი – ვიდეო

სამხედრო აღლუმზე ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს მოკვლა სცადეს - ჰაერში დრონები აფეთქდა, დაშავდა 7 ჯარისკაცი - ვიდეო

ვენესუელის მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების მეშვეობით თავდასხმა განხორციელდა. ამ დროს მადურო სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდიოდა. ოფიციალური ინფორმაციით, მადურო და არც ტრიბუნაზე მყოფი სხვა პირები არ დაშავებულან. დაჭრილია ეროვნული გვარდიის 7 ჯარისკაცი. თავდასხმაში მადურომ კოლუმბიის ხელისუფლება დაადანაშაულა, რასაც ამ ქვეყნის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, ერთი დრონი მისკენ მიფრინავდა, თუმცა იგი […]

პირველად 2010 წლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში საგაზეთო რეკლამის მოცულობა გაიზარდა

პირველად 2010 წლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში საგაზეთო რეკლამის მოცულობა გაიზარდა

სარეკლამო ხარჯების ანგარიშის მიხედვით, დიდ ბრიტანეთის გაზეთებში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ბეჭდვითმა რეკლამამ ზრდა აჩვენა. ნაციონალურ გაზეთებში გამოქვეყნებული რეკლამების შემოსავლებმა 2018 წლის პირველ კვარტალში 152,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდზე 1%-ით მეტია. ბოლოს ზრდა ამ მიმართულებით 2010 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა. 2018 წლის პირველ კვარტალში, ბრიტანეთის საერთო სარეკლამო ხარჯები გასული […]

სომხეთის ყოფილ ვიცეპრემიერ არმენ გევორქიანს 6 წელი ციხე ემუქრება

სომხეთის ყოფილ ვიცეპრემიერ არმენ გევორქიანს 6 წელი ციხე ემუქრება

სომხეთის ყოფილ ვიცეპრემიერ არმენ გევორქიანს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალს მართლმსაჯულების შეფერხებაში წაუყენა, ცნობას სააგენტო სპუტნიკის სომხური ბიური აქვეყნებს. გამოძიების მტკიცებით, 2008 წელს გევორქიანი ზეწოლას ახდენდა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის სარჩელს იხილავდა. მაშინ არჩევნები სერჟ სარგსიანმა მოიგო. ოპოზიცია ხელისუფლებას შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ის პრემიერმინისტრად აირჩიეს, თუმცა მასობრივი პროტესტების […]

რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა 18 ადამიანი

რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 18 ადამიანი

რუსეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. კრასნოიარსკის ოლქში სამგზავრო ვერტფრენი ჩამოვარდა, რის შემდეგად მას ცეცხლი მოედო. ინცინდენტის დროს ბორტზე 18 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერავინ გადაურჩა. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი შეჯახება გახდა. ვარაუდობენ, რომ ვერტმფრენი უფრო მაღალ სიმაღლეზე მფრინავი სხვა საფრენი აპარატის ტვირტს გამოედო, რის შემდეგაც ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უკვე ნაპოვნია საფრენი აპარატის ორივე შავი […]

აშშ-მ 2 თურქ მინისტრს სანქციები დაუწესა

თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი რესტორნიდან გამოაგდეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთის იუსტიციის მინისტრა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა. aმის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა. ოფიციალური ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავებას უკავშირდება, რომელსაც ბრალად ტერორიზმთან კავშირი ედება.