ბერლინის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს სასტიკად გაუსწორდნენ. დაღუპული საქართველოს მოქალაქეა, რომლის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ქართველებსა და სუდანელებს შორის მოხდა. “ჩამტვრეულია ფანჯრები, შუშები ახლაც ძირს ყრია, ტანსაცმელი ძირს ყრია… ამ ბიჭის სისხლი იატაკზე ამჩნევია”- ამბობს თვითმხილველი. ნიუპოსტი
კატეგორია: მსოფლიო
“ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი, ბავშვი ჩემ თვალწინ დაიწვა” – რას ყვება საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ნინი მაისურაძე
საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის შესახებ AMBEBI.ge-სთან ქართველი ემიგრანტები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ხანძარი ამ დრომდე აქტიურია და კვლავ სწრაფად ვრცელდება. როგორც AMBEBI.ge წერს, ემიგრანტები გამოცემასთან როგორც ხანძრის კერების, ასევე მოსახლეობის შესახებ უყვებიან, რომელთა ნაწილი კვლავ ხანძრის კერებთან ახლოს იმყოფება. “ტელევიზორსა და ინტერნეტს ვერ ვწყდები – ყოველ წუთს გადმოსცემენ ინფორმაციას, სანუგეშო ჯერჯერობით არაფერია… ათენის გარშემო, სამი მხრიდან ხანძრის […]
ტრაგედია საბერძნეთში – ერთ-ერთ ვილაში 26 ადამიანის დამწვარი ცხედარი იპოვეს
საბერძნეთში ათენის სიახლოვეს ტყის ხანძრებს მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ხანძარია. წითელი ჯვრის ინფორმაციით, 26 ცხედარი იპოვეს ზღვისპირა სოფელ მატიში მდებარე ერთ-ერთ ვილაში, ეს სოფელი სტიქიის ეპიცენტრში მდებარეობს. მაშველები ნავებით და ვერტმფრენებით ახდენენ ხანძრისგან დაზარალებული დასახლებების მოსახლეობის ევაკუაციას. სოფელ მატის სატრანსპორტო გზიდან ცეცხლის კედელი ყოფს, ამის გამო ის ადამიანები ვინც […]
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს 3 ქართველი დაუკავშირდა დახმარებისთვის – ყველა კარგად არის
საბერძნეთში, ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100-მდე ადამიანი. ხანძრის გაჩენის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება, რომლის გავრცელებასაც ქარმა შეუწყო ხელი. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში აღნიშნავს, რომ საქართველოს საელჩოს საქართველოს სამი მოქალაქე დაუკავშირდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არც ერთი საქართველოს მოქალაქე ამ დროისათვის არ არის გარდაცვლილი ან მოთავსებული […]
საბერძნეთის მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართა – ვიდეო
საბერძნეთის მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართა. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრის ძანაკოპულოსმა განაცხადა. ამასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის განცხადებით, სიტუაცია ტყის ხანძართან დაკავშირებით კონტროლიდან გამოვიდა. მისივე თქმით, 24 ივლისის ღამე ძალიან რთული იქნება. საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, ათეულობით სახლი […]
ოდესის პორტში ნატოს გემები შევიდნენ
უკრაინაში, ოდესის პორტში ნატოს 6 გემი შევიდა. მათ შორისაა ჰოლანდიური F804 De Ruyter, რუმინული F221 Regele Ferdinand თურქული F242 Fatih. გერმანული А513 Rhein, თურქული M269 Anamur და რუმინული M25 Lt. Lupu Dinescu. გასულ კვირას უკრაინაში დასრულდა უკრაინულ-ამერიკული საზღვაო წვრთნები Sea Breeze-2018. ის დაიწყო 9 ივლისს ოდესის რეგიონში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ათასი სამხედრო 19 ქვეყნიდნ. […]
იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო ერთ დღეში 13 ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში ძლიერი სიცხეებია. მაღალი ტემპერატურის გამო მხოლოდ დღეს 13 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დასიცხვის გამო ჰოსპიტალს არაერთმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა. უახლოეს დღეებშიც სინოტიკოსების ინფორმაციით, 35 გრადუსზე მაღალი იქნება ჰაერის ტემპერატურა, ამიტომ ისინი მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
საბერძნეთმა რუსეთი „მუდმივ უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხრიდან “მუდმივი უპატივცემულობის” შეწყვეტა მოითხოვა. ასე უპასუხეს საბერძნეთში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს მარია ზახაროვას. “ქალბატონი ზახაროვას განცხადება, მესამე რიგის ქვეყნების მიმართ უპატივცემულობის ღია მაგალითია. მათ არ ესმით თანამედროვე სამყარო, სადაც სახელმწიფოებს, განურჩევლად თავისი ზომებისა, შეუძლიათ თანაარსებობა”, – განაცხადეს ათენში. საბერძნეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზად “მესამე” პირების გავლენის […]
ტრამპი _ ”მე და პუტინმა კარგად გავუგეთ ერთმანეთს’
”წინ დიდი შედეგები გველის”, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. „პუტინმა და მე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რაც ასე აწუხებდა ბევრ შურიანს, ვისაც კრივში შეჯიბრის ხილვა სურდა. დიდი შედეგები წინ გველის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ […]
”მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“ – ტრამპმა და პუტინმა პრესკონფერენცია გამართეს
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებმა საქმიან და გულწრფელ გარემოში ჩაიარა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან. საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს […]










