საბერძნეთის მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართა. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრის ძანაკოპულოსმა განაცხადა. ამასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის განცხადებით, სიტუაცია ტყის ხანძართან დაკავშირებით კონტროლიდან გამოვიდა. მისივე თქმით, 24 ივლისის ღამე ძალიან რთული იქნება. საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, ათეულობით სახლი […]
კატეგორია: მსოფლიო
ოდესის პორტში ნატოს გემები შევიდნენ
უკრაინაში, ოდესის პორტში ნატოს 6 გემი შევიდა. მათ შორისაა ჰოლანდიური F804 De Ruyter, რუმინული F221 Regele Ferdinand თურქული F242 Fatih. გერმანული А513 Rhein, თურქული M269 Anamur და რუმინული M25 Lt. Lupu Dinescu. გასულ კვირას უკრაინაში დასრულდა უკრაინულ-ამერიკული საზღვაო წვრთნები Sea Breeze-2018. ის დაიწყო 9 ივლისს ოდესის რეგიონში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ათასი სამხედრო 19 ქვეყნიდნ. […]
იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო ერთ დღეში 13 ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში ძლიერი სიცხეებია. მაღალი ტემპერატურის გამო მხოლოდ დღეს 13 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დასიცხვის გამო ჰოსპიტალს არაერთმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა. უახლოეს დღეებშიც სინოტიკოსების ინფორმაციით, 35 გრადუსზე მაღალი იქნება ჰაერის ტემპერატურა, ამიტომ ისინი მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
საბერძნეთმა რუსეთი „მუდმივ უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხრიდან “მუდმივი უპატივცემულობის” შეწყვეტა მოითხოვა. ასე უპასუხეს საბერძნეთში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს მარია ზახაროვას. “ქალბატონი ზახაროვას განცხადება, მესამე რიგის ქვეყნების მიმართ უპატივცემულობის ღია მაგალითია. მათ არ ესმით თანამედროვე სამყარო, სადაც სახელმწიფოებს, განურჩევლად თავისი ზომებისა, შეუძლიათ თანაარსებობა”, – განაცხადეს ათენში. საბერძნეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზად “მესამე” პირების გავლენის […]
ტრამპი _ ”მე და პუტინმა კარგად გავუგეთ ერთმანეთს’
”წინ დიდი შედეგები გველის”, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. „პუტინმა და მე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რაც ასე აწუხებდა ბევრ შურიანს, ვისაც კრივში შეჯიბრის ხილვა სურდა. დიდი შედეგები წინ გველის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ […]
”მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“ – ტრამპმა და პუტინმა პრესკონფერენცია გამართეს
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებმა საქმიან და გულწრფელ გარემოში ჩაიარა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან. საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს […]
ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დასრულდა
ჰელსინკში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის განრიგის თანახმად, მხარეები შეხვედრას გაფართოებულ შემადგენლობაში გააგრძელებენ, რაც 1 საათი და 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ამ შეხვედრის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჟურნალისტებისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ჰელსინკი – ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ, სადაც მათი პირისპირ შეხვედრა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „დადგა დრო, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ“. თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება მიულოცა. „მინდა მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ […]
ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ისრაელმა ღაზის სექტორში “ჰამასის” პოზიციები დაბომბა
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაჯგუფება “ჰამასის” პოზიციები დაბომბა. ავიაციამ 40 ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, “ჰამასის” შტაბბინაზე. ისრაელის არმიამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც ბოლო 24 საათში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 70 ჭურვი გაუშვეს. რამდენიმე რაკეტა დასახლებებში ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ეს “ჰამასის” პოზიციებზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური შეტევაა 2014 წლის […]










