ჰელსინკში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის განრიგის თანახმად, მხარეები შეხვედრას გაფართოებულ შემადგენლობაში გააგრძელებენ, რაც 1 საათი და 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ამ შეხვედრის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჟურნალისტებისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
კატეგორია: მსოფლიო
ჰელსინკი – ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ, სადაც მათი პირისპირ შეხვედრა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „დადგა დრო, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ“. თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება მიულოცა. „მინდა მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ […]
ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ისრაელმა ღაზის სექტორში “ჰამასის” პოზიციები დაბომბა
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაჯგუფება “ჰამასის” პოზიციები დაბომბა. ავიაციამ 40 ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, “ჰამასის” შტაბბინაზე. ისრაელის არმიამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც ბოლო 24 საათში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 70 ჭურვი გაუშვეს. რამდენიმე რაკეტა დასახლებებში ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ეს “ჰამასის” პოზიციებზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური შეტევაა 2014 წლის […]
როსტოვში მეხმა ორსული ქალი მოკლა
ხორვატიისკენ მიმავალი თვითმფრინავი გერმანიაში ავარიულად დაჯდა – 33 მგზავრი საავადმყოფოში მოხვდა
გერმანიაში, ავიაკომპანია Ryanair-ის 33 მგზავრი ავარიული დაშვების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. თვითმფრინავში, რომელიც 13 ივლისს დუბლინიდან ხორვატიის ქალაქ ზადარში მიფრინავდა, წნევამ დაიწია. პილოტებმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს და თვითმფრინავი ფრანკფურტის მახლობლად დასვეს. ზოგიერთ დაშავებულს ყურებიდან სისხლი წამოუვიდა. თვითმფრინავში მთლიანად 189 მგზავრი იყო. მიმდინარეობს გამოძიება. იმედინიუსი
მაკრონის თვალწინ 2 მოტოციკლისტი ერთმანეთს შეეჯახა
საფრანგეთში ბასტილიის ციხის აღების დღეს აღნიშნავენ. ტრადიციული საზეიმო ღონისძიებები ელისეს მინდვრებზე მიმდინარებს. აღლუმი წელს პირველად ემანუელ მაკრონმა ჩაიბარა. ღონისძიებას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. პრეზიდენტის თვალწინ ორი მოტოციკლი მანევრის დროს ერთმანეთს შეეჯახა. ინცინდენტის მონაწილეები უმნიშვნელოდ დაშავდნენ. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ისინი მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს. ბასტილიის ციხის აღების დღე საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია. ამ დღეს ფრანგები 1880 წლის […]
ხორვატიის მთავრობის წევრებმა სხდომა ეროვნული ნაკრების ფორმებით ჩაატარეს
ხორვატიის ხელისუფლების წევრები, მათ შორის პრემიერმინსიტრი ანდრეი პლენკოვიჩი, 12 ივლისს საბჭოს შეხვედრაზე ეროვნული ნაკრების ფორმებით მივიდნენ. გუშინ, ხორვატიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. მუნდიალის ფინალი 15 ივლისს მოსკოვში გაიმართება.
საბერძნეთიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს
საბერძნეთი 2 რუს დიპლომატს აძევებს და კიდევ 2-ს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Kathimerini-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამომცემლობის ცნობით, ეს პროცედურა არის „საბერძნეთის ტერიტორიაზე არაკანონიერი ქმედებების პასუხი, იმ ქმედებების, რომლებიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გულისხმობს.“ ამასთან აღნიშნულია, რომ საბერძნეთს რუსეთთან კვლავ კარგი ურთიერთობების შენარჩუნება სურს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დიპლომატების გაძევების […]
საუკუნის გადარჩენა – ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ყველა ბავშვი და მათი მწვრთნელი ამოიყვანეს – ვიდეო
ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი 12-ვე ბავშვი და მათი მწვრთნელი გაადარჩინეს. ყველა მათგანი გამოქვაბულიდან გამოიყვანეს. შეგახსენებთ, 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ იპოვეს. სამაშველო ოპერაცია დროში იყო […]










