რუსეთში, როსტოვის ოლქში მეხი დაცემის შედეგად ორსული ქალი დაიღუპა და კიდევ 4 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეხი ჯერ ხეს დაეცა, რის შემდეგაც მან ხალხი დააზიანა. შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა. mediamall.ge
კატეგორია: მსოფლიო
ხორვატიისკენ მიმავალი თვითმფრინავი გერმანიაში ავარიულად დაჯდა – 33 მგზავრი საავადმყოფოში მოხვდა
გერმანიაში, ავიაკომპანია Ryanair-ის 33 მგზავრი ავარიული დაშვების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. თვითმფრინავში, რომელიც 13 ივლისს დუბლინიდან ხორვატიის ქალაქ ზადარში მიფრინავდა, წნევამ დაიწია. პილოტებმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს და თვითმფრინავი ფრანკფურტის მახლობლად დასვეს. ზოგიერთ დაშავებულს ყურებიდან სისხლი წამოუვიდა. თვითმფრინავში მთლიანად 189 მგზავრი იყო. მიმდინარეობს გამოძიება. იმედინიუსი
მაკრონის თვალწინ 2 მოტოციკლისტი ერთმანეთს შეეჯახა
საფრანგეთში ბასტილიის ციხის აღების დღეს აღნიშნავენ. ტრადიციული საზეიმო ღონისძიებები ელისეს მინდვრებზე მიმდინარებს. აღლუმი წელს პირველად ემანუელ მაკრონმა ჩაიბარა. ღონისძიებას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. პრეზიდენტის თვალწინ ორი მოტოციკლი მანევრის დროს ერთმანეთს შეეჯახა. ინცინდენტის მონაწილეები უმნიშვნელოდ დაშავდნენ. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ისინი მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს. ბასტილიის ციხის აღების დღე საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია. ამ დღეს ფრანგები 1880 წლის […]
ხორვატიის მთავრობის წევრებმა სხდომა ეროვნული ნაკრების ფორმებით ჩაატარეს
ხორვატიის ხელისუფლების წევრები, მათ შორის პრემიერმინსიტრი ანდრეი პლენკოვიჩი, 12 ივლისს საბჭოს შეხვედრაზე ეროვნული ნაკრების ფორმებით მივიდნენ. გუშინ, ხორვატიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. მუნდიალის ფინალი 15 ივლისს მოსკოვში გაიმართება.
საბერძნეთიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს
საბერძნეთი 2 რუს დიპლომატს აძევებს და კიდევ 2-ს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Kathimerini-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამომცემლობის ცნობით, ეს პროცედურა არის „საბერძნეთის ტერიტორიაზე არაკანონიერი ქმედებების პასუხი, იმ ქმედებების, რომლებიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გულისხმობს.“ ამასთან აღნიშნულია, რომ საბერძნეთს რუსეთთან კვლავ კარგი ურთიერთობების შენარჩუნება სურს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დიპლომატების გაძევების […]
საუკუნის გადარჩენა – ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ყველა ბავშვი და მათი მწვრთნელი ამოიყვანეს – ვიდეო
ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი 12-ვე ბავშვი და მათი მწვრთნელი გაადარჩინეს. ყველა მათგანი გამოქვაბულიდან გამოიყვანეს. შეგახსენებთ, 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ იპოვეს. სამაშველო ოპერაცია დროში იყო […]
ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა. The Guardian-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ჯონსონის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს ამ თანამდებობაზე. The Guardian-ი წერს, რომ სავარაუდო კანდიდატი უახლოეს პერიოდში დასახელდება. “პრემიერმინისტრი (ტერეზა მეი) მადლობას უხდის ბორის ჯონსონს გაწეული სამსახურისთვის”, – განაცხადა პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ. 7 […]
თურქეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – 24 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერზე რეჯეპ აკდაგზე დაყრდნობით BBC წერს. მანამდე ინფორმაცია 10 დაღუპულისა და 73 დაშავებულის შესახებ გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. გუშინ სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 360 ადამიანი გადაჰყავდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევა ტეკირდაღის პროვინციაში, ჩორლუს რაიონში მოხდა. მატარებელი კაპიკულედან სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრებოდა. იმედინიუსი
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰიროსიმას პრეფექტურა დააზარალა. სტიქიურ უბედურება დაატყდათ თავს აგრეთვე ფუკუოკას, იამაგუტის, კიოტოსა და ოკაიამას პრეფექტურებს. სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 48 ათასი სამხედრო, პოლიციელი და მეხანძრეა ჩართული. მეოტეოროლოგები უამინდობას მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვარაუდობენ. წყალდიდობა იაპონიაში 7 ივლისიდან დაიწყო. იმედინიუსი
“ნოვიჩოკით” მოწამლული ბრიტანელი დაუნ სტარჯესი გარდაიცვალა
44 წლის დაუნ სტარჯესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოტლანდ იარდი ავრცელებს. ორი ბრიტანელი, 30 ივნისს სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოწამლულები აღმოჩნდნენ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“. 45 წლის კაცი – კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება ნიმუშების დეტალური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ქალი და კაცი მოიწამლნენ „ნოვიჩოკით“, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც იგივე აგენტი, რომლითაც მოიწამლნენ სერგეი და […]










