კატეგორია: მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა. The Guardian-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ჯონსონის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს ამ თანამდებობაზე. The Guardian-ი წერს, რომ სავარაუდო კანდიდატი უახლოეს პერიოდში დასახელდება. “პრემიერმინისტრი (ტერეზა მეი) მადლობას უხდის ბორის ჯონსონს გაწეული სამსახურისთვის”, – განაცხადა პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ. 7 […]

თურქეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – 24 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერზე რეჯეპ აკდაგზე დაყრდნობით BBC წერს. მანამდე ინფორმაცია 10 დაღუპულისა და 73 დაშავებულის შესახებ გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. გუშინ სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 360 ადამიანი გადაჰყავდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევა ტეკირდაღის პროვინციაში, ჩორლუს რაიონში მოხდა. მატარებელი კაპიკულედან სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრებოდა. იმედინიუსი

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰიროსიმას პრეფექტურა დააზარალა. სტიქიურ უბედურება დაატყდათ თავს აგრეთვე ფუკუოკას, იამაგუტის, კიოტოსა და ოკაიამას პრეფექტურებს. სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 48 ათასი სამხედრო, პოლიციელი და მეხანძრეა ჩართული. მეოტეოროლოგები უამინდობას მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვარაუდობენ. წყალდიდობა იაპონიაში 7 ივლისიდან დაიწყო. იმედინიუსი

“ნოვიჩოკით” მოწამლული ბრიტანელი დაუნ სტარჯესი გარდაიცვალა

44 წლის დაუნ სტარჯესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოტლანდ იარდი ავრცელებს. ორი ბრიტანელი, 30 ივნისს სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოწამლულები აღმოჩნდნენ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“.  45 წლის კაცი – კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება ნიმუშების დეტალური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ქალი და კაცი მოიწამლნენ „ნოვიჩოკით“, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც იგივე აგენტი, რომლითაც მოიწამლნენ სერგეი და […]

ტაილანდის გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანა 10 საათით შეჩერდა

ტაილანდში, გამოქვაბულიდან ბავშვების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ოპერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, ბავშვების გამოსაყვნად მაშველები მუშაობას დაახლოებით 10 საათში განაახლებენ, ამის მიზეზი ჟანგბადის შემცირებაა. ამ დროისთვის, გამოქვაბულიდან 12 მოზარდიდან 6 ბავშვი უკვე გამოიყვანეს, მათგან 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი […]

ტაილანდის გამოქვაბულიდან უკვე 6 ბავშვი გამოიყვანეს – ოპერაცია გრძელდება, წყლის დონე კი მატულობს – ვიდეო

ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის 6 მოზარდია გამოყვანილი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს. რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია, უცნობია. გამოქვაბულში წყლის დონე მატულობს, რის გამოც მაშველები ცდილობენ, ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ. ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი […]

ვარშავის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერებით 14 ადამიანი მოიწამლა

ვარშავის ფრედერიკ შოპენის სახელობის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 14 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ყველა მათგანი აეროპორტის თანამშრომელია. ქიმიური ნივთიერების გაჟონვა მთავარ სატვირთო ტერმინალში მოხდა. აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საავადმყოფოში მყოფი ყველა ადამიანი გულისრევიას და თავის ტკივილებს უჩივის. ყველა მათგანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშაა. წინასწარი მონაცემებით, უცნობი ნივთიერება – ფენილაცეტონიტრილია, რომელიც 36 კასრში ინახებოდა. ვარაუდობენ, რომ გაჟონვა […]

ტაილანდში მაშველებმა 2 ადამიანი უკვე ამოიყვანეს

ტაილანდში მაშველებმა ქხაო ლუანგის გამოქვაბულიდან 13 ადამიანიდან ორის ამოყვანა უკვე შეძლეს, რომლებიც იქ ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ორი ბიჭი პირველები აღმოჩნდნენ, რომლებიც მიწისქვეშეთიდან მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. მათ ამისთვის 4 კილომეტრის გადალახვა მოუწიათ, რომ გამოქვაბულისგან თავი დაეღწიათ. ასობით სამხედრო მოსამსახურე, მაშველები და მოხალისეები ქხაო ლუანგის გამოქვაბულის რაიონში მუშაობენ, სადაც იქ ბლოკირებული […]

ტაილანდში დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყო

ტაილანდელმა მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყეს. 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი უკვე ორი კვირაა დატბორილ მღვიმეშია ჩარჩენილი. სამაშველო შტაბის ინფრომაციით, გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გამოქვაბულში 13-კაციანი მყვინთავების ჯგუფი შევიდა, საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ მაშველები ბავშვების გამოყვანას დაიწყებენ. მათ გარეთ გამოყვანას თბილისის დროით საღამოს 18:00 საათისთვის ელოდებიან. გამოქვაბულთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ოპერაციის […]

ილონ მასკი – ”ბავშვები ტაილანდის მღვიმიდან გასაბერი მილით გამოვიყვანოთ”

ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი ტაილანდის ხელისუფლებას სთავაზობს გამოსავალს, რომლითაც შესაძლოა მოხერხდეს წყლით სავსე მღვიმეში ჩარჩენილი 12 არასრულწლოვნისა და მათი 25 წლის მწვრთნელის გადარჩენა. “შესაძლოა, ცდა ღირდეს: ერთი მეტრის დიამეტრის ნეილონის მილი გავიყვანოთ მღვიმეში და გავბეროთ როგორც მოძრავი ციხე-სიმაგრე. ამგვარად, მღვიმეში წყლის ქვეშ უნდა წარმოიქმნას ჰაერის გვირაბი, რომელიც გაიმეორებს მღვიმის ფორმას ისე, როგორც ნახვრეტი” […]