ტაილანდში, გამოქვაბულიდან ბავშვების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ოპერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, ბავშვების გამოსაყვნად მაშველები მუშაობას დაახლოებით 10 საათში განაახლებენ, ამის მიზეზი ჟანგბადის შემცირებაა. ამ დროისთვის, გამოქვაბულიდან 12 მოზარდიდან 6 ბავშვი უკვე გამოიყვანეს, მათგან 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი […]
კატეგორია: მსოფლიო
ტაილანდის გამოქვაბულიდან უკვე 6 ბავშვი გამოიყვანეს – ოპერაცია გრძელდება, წყლის დონე კი მატულობს – ვიდეო
ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის 6 მოზარდია გამოყვანილი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს. რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია, უცნობია. გამოქვაბულში წყლის დონე მატულობს, რის გამოც მაშველები ცდილობენ, ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ. ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი […]
ვარშავის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერებით 14 ადამიანი მოიწამლა
ვარშავის ფრედერიკ შოპენის სახელობის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 14 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ყველა მათგანი აეროპორტის თანამშრომელია. ქიმიური ნივთიერების გაჟონვა მთავარ სატვირთო ტერმინალში მოხდა. აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საავადმყოფოში მყოფი ყველა ადამიანი გულისრევიას და თავის ტკივილებს უჩივის. ყველა მათგანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშაა. წინასწარი მონაცემებით, უცნობი ნივთიერება – ფენილაცეტონიტრილია, რომელიც 36 კასრში ინახებოდა. ვარაუდობენ, რომ გაჟონვა […]
ტაილანდში მაშველებმა 2 ადამიანი უკვე ამოიყვანეს
ტაილანდში მაშველებმა ქხაო ლუანგის გამოქვაბულიდან 13 ადამიანიდან ორის ამოყვანა უკვე შეძლეს, რომლებიც იქ ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ორი ბიჭი პირველები აღმოჩნდნენ, რომლებიც მიწისქვეშეთიდან მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. მათ ამისთვის 4 კილომეტრის გადალახვა მოუწიათ, რომ გამოქვაბულისგან თავი დაეღწიათ. ასობით სამხედრო მოსამსახურე, მაშველები და მოხალისეები ქხაო ლუანგის გამოქვაბულის რაიონში მუშაობენ, სადაც იქ ბლოკირებული […]
ტაილანდში დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყო
ტაილანდელმა მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყეს. 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი უკვე ორი კვირაა დატბორილ მღვიმეშია ჩარჩენილი. სამაშველო შტაბის ინფრომაციით, გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გამოქვაბულში 13-კაციანი მყვინთავების ჯგუფი შევიდა, საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ მაშველები ბავშვების გამოყვანას დაიწყებენ. მათ გარეთ გამოყვანას თბილისის დროით საღამოს 18:00 საათისთვის ელოდებიან. გამოქვაბულთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ოპერაციის […]
ილონ მასკი – ”ბავშვები ტაილანდის მღვიმიდან გასაბერი მილით გამოვიყვანოთ”
ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი ტაილანდის ხელისუფლებას სთავაზობს გამოსავალს, რომლითაც შესაძლოა მოხერხდეს წყლით სავსე მღვიმეში ჩარჩენილი 12 არასრულწლოვნისა და მათი 25 წლის მწვრთნელის გადარჩენა. “შესაძლოა, ცდა ღირდეს: ერთი მეტრის დიამეტრის ნეილონის მილი გავიყვანოთ მღვიმეში და გავბეროთ როგორც მოძრავი ციხე-სიმაგრე. ამგვარად, მღვიმეში წყლის ქვეშ უნდა წარმოიქმნას ჰაერის გვირაბი, რომელიც გაიმეორებს მღვიმის ფორმას ისე, როგორც ნახვრეტი” […]
სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ის რეზიდენციაში პროტესტანტები შეიჭრნენ
სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის გარეგინ II-ის რეზიდენციის კანცელარიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, რომლებიც კათოლიკოსის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეჩმიაძინის პრეს სამსახურის უფროსმა ვაგრამ მელიქიანმა დაწერა: „ცოტა ხნის წინ ცნობილი ინიციატივის ავტორები ეჩმიაძინის წმინდა საყდრის კანცელარიის შენობაში შეიჭრნენ. ისინი უპატივცემულოდ იქცევიან, აყენებენ ულტიმატუმებს და ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს. ისინი არ ისმენენ სასულიერო პირების […]
მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობასთან დენუკლეარიზაციის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს. მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც ის ტოკიოში გაემგზავრება, სადაც სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან. აღსანიშნავია, რომ მაიკ პომპეომ კიმ ჩენ ინს დონალდ ტრამპისგან საჩუქრად ელტონ ჯონის დისკი სიმღერით Rocket Man ჩაუტანა. აშშ-ს პრეზიდენტმა […]
”მაფიოზები ტრუსებში უნდა დავტოვოთ” – იტალიის შს მინისტრმა მაფიოზისთვის წართმეულ აუზში გაცურა
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ მაფიის ერთ-ერთი „ბოსისთვის“ ჩამორთმეული ტოსკანური ვილის აუზში დემონსტრაციულად გაცურა. ამის შესახებ „The Associated Press“ იუწყება. სალვინიმ აუზს ერთი წრე ჟურნალისტების თანდასწრებით დაარტყა, რითაც, როგორც თავად აღნიშნა, იმის დემონსტრირება მოახდინა, თუ რამდენად პრიორიტეტულია მისი პოსტზე მუშაობისას მაფიასთან ბრძოლა. „ჩვენ ეს ბატონები ქვედა საცვლებით უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა მინისტრმა. მატეო სალვინი […]
ინდოელი ბიზნესმენის სახლში 11 ადამიანი მკვდარი იპოვეს
ინდოეთში, ნიუ დელიში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ერთი ოჯახის 11 წევრის ცხედარი აღმოაჩინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. სახლი, სადაც ცხედრები ნახეს, ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელიც რძის მაღაზიებისა და საამქროს მფლობელი იყო. ცხედრები მეზობელმა აღმოაჩინა. ის შევიდა სახლში, რომლის კარიც ღია იყო. მან შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ამ დროისთვის მიმდინარეობს იმის გარკვევა, ეს იყო თვითმკვლელობა თუ […]










