კატეგორია: მსოფლიო

სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ის რეზიდენციაში პროტესტანტები შეიჭრნენ

სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის გარეგინ II-ის რეზიდენციის კანცელარიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, რომლებიც კათოლიკოსის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეჩმიაძინის პრეს სამსახურის უფროსმა ვაგრამ მელიქიანმა დაწერა: „ცოტა ხნის წინ ცნობილი ინიციატივის ავტორები ეჩმიაძინის წმინდა საყდრის კანცელარიის შენობაში შეიჭრნენ. ისინი უპატივცემულოდ იქცევიან, აყენებენ ულტიმატუმებს და ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს. ისინი არ ისმენენ სასულიერო პირების […]

მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობასთან დენუკლეარიზაციის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს. მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც ის ტოკიოში გაემგზავრება, სადაც სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან. აღსანიშნავია, რომ მაიკ პომპეომ კიმ ჩენ ინს დონალდ ტრამპისგან საჩუქრად ელტონ ჯონის დისკი სიმღერით Rocket Man ჩაუტანა. აშშ-ს პრეზიდენტმა […]

”მაფიოზები ტრუსებში უნდა დავტოვოთ” – იტალიის შს მინისტრმა მაფიოზისთვის წართმეულ აუზში გაცურა

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ მაფიის ერთ-ერთი „ბოსისთვის“ ჩამორთმეული ტოსკანური ვილის აუზში დემონსტრაციულად გაცურა. ამის შესახებ „The Associated Press“ იუწყება. სალვინიმ აუზს ერთი წრე ჟურნალისტების თანდასწრებით დაარტყა, რითაც, როგორც თავად აღნიშნა, იმის დემონსტრირება მოახდინა, თუ რამდენად პრიორიტეტულია მისი პოსტზე მუშაობისას მაფიასთან ბრძოლა. „ჩვენ ეს ბატონები ქვედა საცვლებით უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა მინისტრმა. მატეო სალვინი […]

ინდოელი ბიზნესმენის სახლში 11 ადამიანი მკვდარი იპოვეს

ინდოეთში, ნიუ დელიში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ერთი ოჯახის 11 წევრის ცხედარი აღმოაჩინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. სახლი, სადაც ცხედრები ნახეს, ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელიც რძის მაღაზიებისა და საამქროს მფლობელი იყო. ცხედრები მეზობელმა აღმოაჩინა. ის შევიდა სახლში, რომლის კარიც ღია იყო. მან შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ამ დროისთვის მიმდინარეობს იმის გარკვევა, ეს იყო თვითმკვლელობა თუ […]

საფრანგეთის ციხიდან პატიმარი რედუან ფაიდი ვერტმფრენით გაიქცა

საფრანგეთში, პარიზთან ახლოს მდებარე Seine-et-Marne-ს ციხიდან ორგანიზებული დანაშაულისთვის დაპატიმრებული ცნობილი კრიმინალი, 46 წლის რედუან ფაიდი ვერტმფრენით გაიქცა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. მას გაქცევაში სამი შეიარაღებული ადამიანი დაეხმარა. ფაიდი ციხიდან დილით გაიქცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაიდმა კი საპატიმრო დაწესებულება იმ ვერტმფრენით დატოვა, რომელიც ბელგიაშია დარეგისტრირებული. მოგვიანებით, აღნიშნული ვერტმფრენი საფრანგეთის სხვა ქალაქში დამწვარი აღმოაჩინეს. ციხის ადმინისტრაციის ცნობით, […]

დელიში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდოეთის დედაქალაქ დელის ჩრდილოეთ ნაწილში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი დელიდან 45 კმ მანძლზე მდებარეობდა.

მსახიობი სუზან სარანდონი დააკავეს

ჰოლივუდელი მსახიობი, სუზან სარანდონი პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციაში მონაწილეობის დროს დააკავეს. ამის შესახებ The Guardian წერს. თავად მსახიობმაც ტვიტერზე დაწერა: “დაკავებულია. იყავით ძლიერები და გააგრძელეთ ბრძოლა”. 71 წლის სუზან სარანდონი ერთ-ერთი იყო იმ 500 ქალს შორის, რომელიც მარშის მსვლელობისას დააკავეს. ისინი იმ პოლიტიკას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში არალეგალურად შემოსულ ადამიანებს საკუთარ ოჯახის […]

სერჟ სარგსიანის ძმამ, ლევონ სარგსიანმა, სომხეთის ბიუჯეტში 1,6 მილიონი დოლარი დააბრუნა

კომპანიამ JL Pro Project Company, რომელიც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმას, ლევონს სარგსიანს ეკუთვნის, სახელმწიფოს ბიუჯეტს დანაკარგი აუნაზღაურა და 1,6 მილიონი აშშ დოლარი დააბრუნა. “სისხლის სამართლის საქმე, კომპანიის წინააღმდეგ, 2018 წლის 2 მაისს და 18 ივნისს, გადასახადების გადაუხდელობის შესახებ ეჭვის გაჩენის გამო აღიძრა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ 2013-2017 წლებში კომპანია მრავალფუნქციურ შენობას აშენებდა. […]

სროლა ამერიკული გაზეთის რედაქციაში – მოკლულია 4 ადამიანი

აშშ-ში გაზეთ Capital Gazette-ს რედაქციაში სროლა იყო. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ Fox News-ი იუწყება. CBS News-ი კი 4 დაღუპულის შესახებ წერს. შემთხვევა მერილენდის შტატში მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გაზეთი მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში გამოდის.

უკრაინაში ჩამოგდებული ბოინგი – საგამოძიებო მოქმედებებს რუსეთის სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ

უკრაინაში ჩამოგდებული ბოინგის საგამოძიებო მოქმედებებს რუსეთის სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ. ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, დონბასში ნიდერლანდებიდან ჩასული გამომძიებლები, სამხედროები და დიპლომატები, რომლებიც კატასტროფის გამოძიებას აწარმოებდნენ, მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. ისმენდნენ მათ სატელეფონო საუბრებს და სასტუმროს ნომრებში სპეციალური აპარატურით და პროგრამული უზრუნველყოფით ფარულ მოსმენას ახორციელებდნენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდების სპეცსამსახურები ამის უტყუარ მტკიცებულებებს ფლობენ, რომლებიც სასტუმროებიდან ამოიღეს და მისიის […]