კატეგორია: მსოფლიო

საბერძნეთში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

საბერძნეთში პელოპონესის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. აშშ-ს გეოლოგიური ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მეტონიდან 26 კილომეტრში იყო. ინფორმაცია ნგრევაზე ან დაშავებულებზე ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

აფეთქების შედეგად გერმანიაში 25 ადამიანი დაშავდა

გერმანიაში, ქალაქ ვუპერტალში აფეთქებამ შენობის ჩამონგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას გერმანიის პოლიცია ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი რესტორნიდან გამოაგდეს

თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი რესტორან „რედ ჰენიდან“ გამოაგდეს, რომელიც ვირჯინიის შტატში მდებარეობს. ამის შესახებ სანდერსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. „გასულ საღამოს „რედ ჰენის” მეპატრონემ ლეკსინგტონში, დაწესებულების დატოვება მომთხოვა, რადგან მე ამერიკის პრეზიდენტთან ვმუშაობ და მეც თავაზიანად წამოვედი. მისი ქმედებები მასზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩემზე. ყოველთვის პატივისცემით ვექცევი ყველას, მათ შორის მათაც, რომლებსაც არ […]

რუსეთმა სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანა

დღეს დილით რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანეს. აღნიშნული ტერიტორია გეოპოლიტიკურად ყველაზე კომპლექსური და ფეთქებადსაშიში რეგიონი იყო შვიდწლიანი ომის განმავლობაში. საინფორმაციო სააგენტო, Deutsche Welle – ს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბრძოლების ესკალაცია იორდანიას დესტაბილიზაციით ემუქრება, ხოლო ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს საცხოვრებლი ადგილის დატოვებით.

ვანუატუს სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება. მათი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილადან 30 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის კერა 21 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო – მას 40 წლამდე ციხე ემუქრება

აშშ-ში დაკავებულ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 40-წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის დეტალებზე რამდენიმე დღის წინ სტატია New York Post-მა გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხურციძის წინააღმდეგ შესაძლოა ვიდეომტკიცებულებას ემუშავა. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდების მხარე აპირებდა ნაფიცი მსაჯულებისთვის წარედგინა რამდენიმე ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ ემუქრება ან ესხმის თავს ადამიანებს ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით. „ერთ-ერთ […]

20 წლის ტერორისტი ტერეზა მეის თავის მოკვეთას უპირებდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე ტერეზა მეიზე თავდასხმის ორგანიზატორი მისთვის თავის მოკვეთას აპირებდა, – ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი, 20 წლის ნააიმურ ზაქარია რაჰმანი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან ბომბის აფეთქებას, შემდეგ კი ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაცვის ნეიტრალიზებას და შენობაში შესვლას გეგმავდა. რაჰმანი გასული წლის ნოემბერში დააკავეს, როდესაც სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელიც თავს […]

აფეთქება ლონდონის მეტროში – არიან დაშავებულები

სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში. ლონდონის ერთ-ერთ მეტროსადგურში აფეთქება ელექტრო-გაყვანილობის გაუმართავობის გამო მოხდა, თუმცა ინციდენტმა ძლიერი პანიკა გამოიწვია. დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. სამართალდამცველები მომხდარის ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავენ.

შვედეთის ქალაქ მალმოში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა

შვედეთის ქალაქ მალმოში ხალხს, რომლებიც ეროვნული საფეხბურთო გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა, ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი ავტომატური ტიპის იარაღიდან გახსნეს. დამატებითი დეტალები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

იაპონიაში მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ტელეარხი NHK იუწყება. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ოსაკას პრეფექტურაში, მიწისძვრის კერა კი 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის გამო შეჩერებულია სარკინიგზო მოძრაობა, ოსაკას აეროპორტში გაუქმდა ავიარეისები. ოსაკასა და ჰიოგოს პრეფექტურებში ელექტროენერგიის გარეშე 170.000 სახლი დარჩა.