მოსკოვის ცენტრში, საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და არგენტინის ნაკრების 3 გუშემატკივარს დაეცა. რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი 16 ივნისს მოხდა. შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, გამვლელებმა შეამჩნიერს, რომ მეექვსე სართულის ფანჯარაში შიშველი მამაკაცი იდგა და არაადეკვატურად იქცეოდა. შემდეგ სავარაუდოდ, წონასწორობა დაკარგა, გადმოვარდა და სამ არგენტინელ გულშემატკივარს დაეცა, რომელიც არგენტინა-ისლანდიის მატჩიდან ბრუნდებოდნენ. ორი მათგანი სააავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი უვნებელი […]
კატეგორია: მსოფლიო
მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა – ათენის და სკოპიეს მრავალწლიანი დავა დასრულდა
ათენსა და სკოპიეს შორის მრავალწლიანი დავა მაკედონიის სახელმწიფოს სახელწოდებასთან დაკავშირებით დასრულებულია. ორმა ქვეყანამ ისტორიული დოკუმენტი გააფორმა. დღეიდან მაკედონიას ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ძველი სახელწოდების წინააღმდეგი საბერძნეთი იყო. ათენში აცხადებდნენ, რომ მაკედონია საბერძნეთის ისტორიული რეგიონის სახელწოდებაა და სხვა სახელმწიფოს ანალოგიური სახელი არ უნდა ერქვას. ეს დავა მაკედონიის რესპუბლიკის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასაც აფერხებდა. ისტორიული დოკუმენტის ცერემონია ორი […]
ბოლივიაში ავტობუსს ლოდი დაეცა – 17 ადამიანი დაიღუპა
17 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ავტობუსზე კლდის ნაშალი მასალის დაცემის შედეგად. ინციდენტი ბოლივიაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს სამგზავრო ავტობუსში დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. იმედინიუსი
G7-ზე ტრამპმა ყირიმს რუსეთის ნაწილი უწოდა
ამერიკულმა ინტერნეტგამოცემამ BuzzFeed-მა ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ პარასკევს კანადაში, „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტის დროს გამართულ ვახშამზე ტრამპმა ყირიმს რუსეთის ნაწილი უწოდა, რადგან იქაური მოსახლეობა რუსულად ლაპარაკობს. გამოცემა, წერს, რომ აშშ-ის პრეზდიზენტმა კოლეგებსაც კითხა, რატომ დაუჭირეს მხარი უკრაინას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტ სივრცეში. თეთრი სახლის […]
მედიაში კიმის და ტრამპის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გავრცელდა
მედიაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გავრცელდა. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილო კორეისთვის უსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება აიღო, თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა დაადასტურა მტკიცე და ურყევი ვალდებულება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმასთან დაკავშირებით – ნათქვამია დოკუმენტის საწყის ტექსტში. ხელმოწერილი შეთანხმება 4 პუნქტს მოიცავს. 1. აშშ და ჩრდილო კორეა […]
კიმი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ
სინგაპურში კუნძულ სენტოსაზე ისტორიული შეხვედრა შედგა. სასტუმრო კაპელაში ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირისპირ შეხვედრა დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, მათ დაბრკოლებები უკვე გადალახეს და შეხვედრა შეძლეს, ოპტიმისტურადაა განწყობილი და მოლაპარაკების წარმატებაში დარწმუნებულია დონალდ ტრამპიც.
სინგაპურში ტრამპიც ჩავიდა
კიმ ჩენ ინის შემდეგ სინგაპურში დონალდ ტრამპიც ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი სინგაპურში კანადიდან გაემგზავრა, სადაც ის დიდი შვიდიანის შეხვედრას დაესწრო. მანამდე სინგაპურში კიმ ჩენ ინი ჩავიდა. ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს, კუნძულოვან კურორტ სენტოსაზე შედგება. ეს ორი ქვეყნის ლიდერის პირველი აუდიენცია იქნება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით სინგაპურში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. მოლპარაკებებს სინგაპურში […]
კიმი სინგაპურში ჩავიდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სინგაპურში ჩავიდა. კომპანია „ეარ ჩაინას“ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ჩრდილო კორეის ლიდერი იმყოფებოდა, ჩანგის აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა. ისტორიული ვიზიტისთვის სინგაპურში მიემგზავრება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 12 ივნისს შეხვდებიან. ისტორიული მოლაპარაკებები, შესაძლოა, ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს. დასავლური მედია წერს, რომ პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, ოფიციალური ვაშინგტონი […]
ყაზახეთი აღნიშნავს თავისი ქვეყნის დედაქალაქის 20 წლის იუბილეს
წელს ყაზახეთის მოსახლეობა აღნიშნავს ქვეყნის დედაქალაქის 20 წლის იუბილეს. ყაზახებისთვის ასტანასთან დაკავშირებული ნებისმიერი თარიღი განსაკუთრებულია. ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. საკუთარი ქვეყნების დედაქალაქის წარმოშობას სკოლაში, ინსტიტუტებში სწავლობენ, ამას უძღვნიან ფილმებს, ჟურნალისტურ გამოკვლევებს, პოეტურ ნაწარმოებებს. ასტანა ახალგაზრდა ქალაქია, წელს ქალაქი აღნიშნავს დაარსებიდან 20 წლისთავს. თუმცა ზოგიერთები დღემდე დავობენ ალმაათიდან დედაქალაქის ასტანაში გადატანის მიზანშეწონილობაზე. ყაზახეთის ამჟამინდელი დედაქალაქი […]
კატარს ნატოში გაწევრიანება სურს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა კიდევ ერთ ქვეყანას სურს. ამჯერად ლაპარაკია კატარზე. ამის შესახებ businesstimes-ი წერს. ქვეყნის სურვილი კატარის მთავრობის ვიცე პრემიერმინისტრმა და სახელმწიფო მინისტრმა თავდაცვის საკითხებში ხალიდ ბინ მოჰამედ ალ ატიჰამ გაახმოვანა. ნატოში გაწევრიანების მსურველი კატარი დღეს გახდა რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა შეიარაღების ხარისხის თვალსაზრისით. ნატო გაფართოებას განაგრძობს. 2015 წელს ბრიუსელის მინისტერიალზე მონტენეგრომ ნატოსგან ალიანსის წევრობაზე მიწვევა მიიღო, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს […]










