აშშ-ში, ნიუ-იორკში მცირე ზომის თვითმფრინავი Piper PA31 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა სამი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მიმდდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
კატეგორია: მსოფლიო
გრიცაკი – “არკადი ბაბჩენკოს მკვლელობისთვის უკრაინელ კილერს 30.000 დოლარს შეპირდნენ”
რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობისთვის ანტიტერორისტული ოპერაციის ყოფილ მონაწილეს 30 ათას აშშ დოლარის ოდენობის ჯილდოს დაპირდნენ. „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა ჟურნალისტებს განუცხადა. „სამსახურის მიერ დოკუმენტირებულია, რომ ამ ცინიკური გეგმის რეალიზებისთის რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს უკრაინის მოქალაქე „გ“, რომელსაც დაევალა, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, ეპოვნა ტერაქტის შემსრულებლები. რუსეთის სპეცსამსახურების აგენტმა, შესრულებული დავალებისთვის […]
რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მკვდრეთით აღდგა! – ”ეს იყო მკვლელობის ინსცენირება რუსული სპეცსამსახურების გამოსავლენად” – ვიდეო
რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია! იგი უკრაინის უშიშროების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე მივიდა. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ეს იყო მკვლელობის ინსცენირება-სპეცოპერაცია, რომელიც სპეცსამსახურებს დაეხმარა რუსეთის აგენტურული ქსელი გამოევლინა და თავიდან აეცილებინა ცინიკური ოპერაცია, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობასა და მისი უკრაინისთვის გადაბრალებას ისახავდა მიზნად. როგორც უკრაინის უშიშროების მინისტრმა ვასილი გრიცაკმა განაცხადა, მათ შეიტყვეს, რომ მზადდებოდა ბაბჩენკოს მკვლელობა და […]
”პუტინ, აქედან წაეთრიე”! – პაშინიანმა მთავრობაში პროდასავლელი მოღვაწეები მოიყვანა
25 მაისს სომხეთის დიასპორის მინისტრის მოადგილედ ბაბკენ ტერ-გრიგორიანი დანიშნეს. ტერ-გრიგორიანი დაიბადა პარიზში, გაიზარდა და განათლება მიიღო აშშ-ში, იყო სოროსის ფონდის პროგრამების კოორდინატორი. ამასთანავე ტერ-გრიგორიანი შეითავსებს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის ფუნქციასაც. ნიკოლ პაშინიანის მოწინააღმდეგეები, მის მიერ ფორმირებულ მთავრობას იწუნებენ და აცხადებენ, რომ პაშინიანმა სომხეთის მთავრობა რუსოფობებით დააკომპლექტა, ერთ-ერთ მაგალითად კი ბაბკენ ტერ-გრიგორიანი აქციაზე აგდაღებული ფოტო მოჰყავთ: […]
კიევში მოკლეს რუსეთიდან გაქცეული ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო
29 მაისს კიევში მოკლეს რუსეთიდან უკრაინაში გაქცეული ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო. მკვლელობა ჟურნალისტის სახლში მოხდა. მკვლელმა ბაბჩენკოს მაშინ ესროლა, როდესაც ბაბჩენკომ ბინის კარი გააღო. მომხდარის შესახებ პოლიციას ჟურნალისტის მეუღლემ აცნობა. ბაბჩენკო სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგიათ, ვარაუდობენ, რომ მკვლელს მაყუჩი ჰქონდა. არკადი ბაბჩენკო მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად გაზეთ “მოსკოვსკი კომსომოლეცში”, თანამშრომლობდა […]
არალეგალი მიგრანტი პარიზში, ქუჩიდან მეოთხე სართულზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინა
პარიზში, 22 წლის ბიჭმა, მამუდუ გასამამ, მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს. ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე. „შიშზე არ ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა ჰაერში […]
ერთ დღეში მომხდარი 270 მიწისძვრა ჰავაიზე და გამძვინვარებული ვულკანი
ჰავაიზე ერთ დღეში 270 მიწისძვრა დაფიქსირდა, აღნიშნულმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. ჰავაის ერთ-ერთი უდიდესი ვულკანი მოქმედებას განაგრძობს, კუნძული ვულკანის ლავასა და ფერფლს აქვს დაფარული. კუნძულზე სამი კვირაა კილაუას მთიდან ლავა იფრქვევა და სპეციალისტები პრგნოზს ვერ აკეთებენ თუ როდის შეწყვეტს ვულკანი მოქმედებას. ინტერნეტ სივრცეში გასაოცარი ფოტოები ვრცელდება, სადაც ასახულია კუნძულზე არსებული სიტუაცია.
”ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი!” – რამ გააბრაზა ისრაელის მინისტრი
– ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი, – ასე გამოეხმაურა ისრაელის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრი იუვალ შტაინიცი ევროკავშირის მოთხოვნას ხაიფაში გამართული არაბების საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით. – ეს ევროკავშირის მხრიდან ფარისევლობისა და ბოღმის მწვერვალია. ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი. ეს ის ევროკავშირია, რომელიც ირანს ეპირფერება და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამკლავებაში ეხმარება, – განაცხადა იუვალ შტაინიცმა. მისივე […]
პრინც უილიამის გვერდით სკამი ცარიელი დარჩა – შვილმა დედას, ლედი დიანას, პატივი მიაგო
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ჯვრისწერა დღეს მსოფლიო მოვლენა გახლდათ, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეში იგრძნობოდა, ჯვრისწერის ცერემონილას დაახლოებით მილიარდამდე ადამიანმა უყურა. მაყურებლის ყურადღება მიიპყრო ტაძარში პრინცი უილიამის გვერდით ცარიელმა სკამმა. სურათზე ჩანს, რომ პრინცისგან მარცხნივ მამამისი, პრინცი ჩარლზი ზის, მისგან მარჯვნივ კი სკამი ცარიელია. ვრცელდება მოსაზრება, რომ ამ ჟესტით პრინცმა უილიამმა გარდაცვლილ დედას, ლედი დიანას […]
სამეფო წყვილის პირველი კოცნა – პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ჯვარი დაიწერეს
ახლადდაქორწინებული სამეფო წყვილის პირველი კოცნა – ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ერთმანეთს წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს კიბეებზე აკოცეს. წყვილს ტაძრის ეზოში შეკრებილი სტუმრები ოვაციით შეხვდნენ. პირველი კოცნის შემდეგ პრინცი ჰარი და მისი მიუღლე ღია ეტლში ჩასხდნენ და უინძორის ისტორიულ ქუჩებში გაისეირნეს. ისინი ქუჩაში გამოსულ ათასობით თაყვანისმცემელს ხელს უქნევდნენ და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდნენ. […]










