პოლონეთში მიწისძვრამ ნახშირის შახტში ნგრევა გამოიწვია. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მაშველები ამ დრომდე 3 დაკარგულ მეშახტეს ეძებენ. მიწისძვრის დროს 900 მეტრის სიღრმეზე სულ 7 ადამიანი იყო დარჩენილი. აქედან ორის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სამაშველო ოპერაციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. შახტთან იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრებიც.
კატეგორია: მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობამ დონალდ ტრამპის განცხადება გააკრიტიკა
საფრანგეთის მთავრობამ დონალდ ტრამპის განცხადება გააკრიტიკა. ამის შესახებ BBCწერს. საუბარია დალასში, მსროლელთა ასოციაციის ყრილობაზე სიტვით გამოსვლაზე, სადაც თეთრი სახლის ლიდერმა რიგ საკითხებთან ერთად 2015 წლის პარიზის ტერატებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ საფრანგეთში იარაღის ტარებაზე მკაცრი შეზღუდვა არ იქნებოდა, თავდასხმას ნაკლები მსხვერპლი მოჰყვებოდა. 2015 წლის ნოემბერში პარიზის ტერატებს 130 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლიციამ რუსეთში 354 ადამიანი დააკავა, მათ შორის ალექსეი ნავალნი
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებულ აქციებზე – “ის ჩვენი მეფე არ არის” (#ОнНамНеЦарь), ქვეყნის მასშტაბით, 354 ადამიანია დაკავებული. მათ შორისაა ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი თანამებრძოლი ნიკოლაი ლიასკინი.გავრცელებული მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი ჩელიაბინსკში დაკავებული — 97. იაკუტსკში – 75, მოსკოვში – 52, კრასნოიარსკში – 45. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ პეტერბურგში, სადაც […]
ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ჰავაის კუნძულებზე მიწისძვრა მოხდა
ჰავაის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC წერს. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6,9 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტი კი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. აღსანიშნავია, რომ 1975 წლის შემდეგ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. ჰავაის კუნძულებზე ვულკანი „კილაუეა“ რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. […]
კენიაში წყალდიდობის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა
კენიაში წყალდიდობის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება რადიოსადგური Capital FM Kenya წითელი ჯვრის ადგილობრივ საზოგადოებაზე დაყრდნობით. წითელი ჯვრის ადგილობრივი საზოგადოების გენერალური მდივნის აბას გულეტის ინფორმაციით, წყალდიდობამ 8 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გაანადგურა. გულეტის თქმით, სტიქიამ 260 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა.
“შვილების მკვლელობამდე დედამ სამოგზაურო პაკეტი იყიდა” – რა გახდა საზარელი დანაშაულის ჩადენის მიზეზი
რუსეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გამოძიების ცნობით, 27 წლის ელენა კარიმოვამ შვილების მკვლელობამდე, დილით, ერთ-ერთი საზღვარგარეთული კურორტის სამოგზაურო პაკეტი შეიძინა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მას არ ჰქონდა სერიოზული ფინანსური პრობლემები. უფრო მეტიც, მას ავტომობილი ჰქონდა დაქირავებული 40 000 რუბლად. შეგახსენებთ, შემზარავი შემთხვევა ნიჟნი ნოვგოროდში მოხდა. 27 წლის დედამ ორი შვილი – […]
ჩეხეთში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა
ჩეხეთში, დასახლებულ პუნქტ ჩესკე-კრუმოვთან ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ივა მატეუმ განუცხადა. – ჩესკე-კრუმოვთან ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახება 09:00 საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები სულ მცირე ექვსმა ადამიანმა მიიღო, – განაცხადა მატეუმ.
ინდოეთში ქვიშის ქარიშხალის გამო 70 ადამიანი დაიღუპა
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. „ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის მსოფლიოში ტრამპის ლიდერობის პირდაპირი შედეგი“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლუკ მესერმა. მის ინიციატივას კიდევ 17 რესპუბლიკელი შეუერთდა. ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 2019 წელს […]
ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
TheGuardian-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გამოცემა წერს, რომ იდეის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ლუკ მესერია, რომელსაც 17 კონგრესმენი შეუერთდა. აშშ-ის პრეზიდენტი ნობელის პრემიაზე ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ნორმალიზებაში შეტანილი წვლილისთვის მშვიდობის დარგში არის წარდგენილი. “ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის მსოფლიოში ტრამპის ლიდერობის […]










