კატეგორია: მსოფლიო

ისრაელმა ირანს დაარტყა

ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო ავიაიერიში მიიტანა. მას წინ სირიიდან ისრაელის, კერძოდ  გოლანის მაღლობის მიმართულებით 20-მდე რაკეტის გაშვება უძღოდა. ისრაელის არმიის პრესსპიკერის ინფორმაციით, გამანადგურებლებმა იერიში ირანული “ალ-ქუდსის” ძალების კუთვნილ ათობით სამიზნეზე მიიტანეს. დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

მოსკოვში ლატვიის საელჩოს ყუმბარები ესროლეს – ვიდეო

რუსეთის დედაქალაქში ლატვიის საელჩოს თავს დაესხნენ. მოსკოვში არსებულ დიპლომატიურ უწყებას დემონსტრანტებმა კვამლიანი ყუმბარები დაუშინეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა „ბოლშევიკური პარტიის“ მხარდამჭერებმა განახორციელეს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დემონსტრანტებიდან 2 ადამიანი ადგილზე დააკავა. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა ლატვიელი პოლიტიკოსის და ადამიანის უფლებათა დამცველის ვლადიმერ ლინდერმანის დაკავება გააპროტესტეს. ის სამართალდამცველებმა 8 მაისს აიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ლინდერმანი ლატვიაში […]

ირანის პარლამენტის სხდომაზე აშშ-ის დროშა დაწვეს

ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მენტალური შესაძლებლობები პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. როგორც ირანული მედია იუწყება, ალი ლარიჯანის აზრით, ტრამპი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტას ვერ ახერხებს და პრეზიდენტის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს. განცხადებები ალი ლარიჯანიმ ირანის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. „როიტერის“ ინფორმაციით, სესიის დაწყებისთანავე ირანელმა დეპუტატებმა აშშ-ის დროშა და „ბირთვული შეთანხმების“ ასლი დაწვეს. ირანული მედიის ცნობით, დეპუტატები სკანდირებდნენ „სიკვდილი […]

ისრაელმა სირიას რაკეტებით დაარტყა

ისრაელის ავიაციამ დამასკოსთან სირიის სამთავრობო არმიის პოზიციები დაბომბა. სირიის სამთავრობო სააგენტო SANA-სინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი რაკეტა ჩამოაგდო, დაბომბვას კი მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისრაელის საჰაერო დაბომბვის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან ერთ საათში გავრცელდა. პირველი

დონალდ ტრამპი – აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ “ირანის ბირთვული შეთანხმებიდან” გამოვიდა. თავის გამოსვლაში ტრამპმა ირანი ბირთვული შეთანხმების დარღვევაში, ბირთვული იარაღის შექმნის მიზნით ურანის გამდიდრებასა და ტერორისტებისათვის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

რომის ცენტრში ავტობუსი აფეთქდა – ვიდეო

რომის ცენტრში სამგზავრო ავტობუსს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის Atac-ის ცნობით, მძღოლმა და მგზავრებმა ავტობუსი დროულად დატოვეს და არავინ დაშავებულა. ინფორმაციას Reuters-იავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს რომში 20-მდე ავტობუსი დაიწვა და დაზიანდა მოულოდნელი ხანძრის გამო. იტალიური მედია აცხადებს, რომ ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანია Atac-ი (სახელმწიფო უწყება) არ ცვლის მოძველებულ ავტოპარკს. Reuters-ი Atac-ის ყოფილ ხელმძღვანელზე […]

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 დეპუტატი იყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.

თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, სირიას კვლავ დავბომბავთ – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ფლორენს პარლის განცხადებითღ, საფრანგეთის მიზანი არ არის სირიაში სიტუაციის ესკალაცია, თუმცა იგი კვლავ დაბომბავს სამხედრო ობიექტებს, თუ ბაშარ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. „სირიის დაბომბვის მიზანი იყო, რომ ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს. თუ ასე მოხდება, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დარტყმის განმეორების შესაძლებლობა“ – აღნიშნა ფლორენს პარლიმ.

გერმანიაში მატარებლები შეეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ გერმანიაში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. გერმანული კომპანიისა და სარკინიგზო ოპერატორის Deutsche Bahn-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეჯახება ბავარიაში, აიხახის სადგურთან მოხდა. Deutsche Bahn-ისა და გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინტერპრესნიუსი

ლისაბონში ჟურნალისტი დაჭრეს

ლისაბონში ბერძენი ჟურნალისტი დაჭრეს, რომელიც კონკურსს “ევროვიზიას” აშუქებდა. უცნობმა ის დანით დაჭრა და შემდეგ გაქურდა. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზარალებულს 4 ათასი ევრო ჰქონდა, ამ თანხით მას ბილეტები უნდა კონკურსის ნახევარფინალზე. ლისაბონში “ევროვიზიის” ჩატარების გამო უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.